ჭადრაკის სასახლეში ნინო გურიელის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი თასის გათამაშების დახურვა გაიმართა.

ასპარეზობაზე ამავე დროს ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ.

გამარჯვებულები იუბილარის გარდა, დააჯილდოეს ლეგენდარულმა მოჭადრაკეებმა: ნონა გაფრინდაშვილმა და ნანა იოსელიანმა,საქარველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა ნინო გურიელს ფიდეს სახელით მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ქალთა შორის ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

I ადგილი – ლელა ჯავახიშვილი – 9 ქულა;

II ადგილი – მაკა ფურცელაძე – 7,5 ქულა;

III ადგილი – სოფიო გვეტაძე – 7 ქულა:

ვაჟთა შორის საპრიზო სამეულში გავიდნენ:

I ადგილი – დავით ჯოჯუა – 8,5 ქულა

II ადგილი – ლევან ფანცულაია – 8,5 ქულა;

III ადგილი – გიგა ყუფარაძე – 7,5 ქულა;