დასრულდა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი U14;U18 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.

14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ანასტასია კირთაძემ ბრწყინვალე შედეგით, 9-და 9 გამარჯვება მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის!

6,5 ქულით საპრიზო ადგილები გაინაწილეს: ლულუ დიასამიძემ და ანა მაჭარაშვილმა!

ნიკოლოზ შამათავამ, ერთი ტურით ადრე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული 14 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის!

გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა ლუკა კილაძე, მესამე საპრიზო ადგილზე 6,5 ქულით დავით ნემსაძე გავიდა.

საქართველოს ონლაინ პირველობას 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, მთელი ტურნირის მსვლელობაში ლიდერობდა და საბოლოოდ დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე, ქვეყნის ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებული, თამარ ესაძე!

ჩემპიონს, ნახევარი ქულით ჩამორჩა მსოფლიოს 2020 წლის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული კატო ფიფია!

მესამე ადგილზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი დიანა ლომაია გავიდა.

ამავე ასაკის ჭაბუკთა შორის, ტურნირის გამარჯვებულმა, აკაკი ყალიჩავამ, ორი ტურით ადრე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის!

ტექნიკური შედეგები:

14 წლამდე გოგონები:

I     ადგილი  – ანასტასია კირთაძე (ქუთაისი;მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) – 9 ქულა!!!

II    ადგილი – ლულუ დიასამიძე (ქობულეთი; მწვრთნელი ჯამბულ მახარაძე) – 6,5 ქულა;

III   ადგილი – ანა მაჭარაშვილი (თბილისი;მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 6,5 ქულა;

14 წლამდე ჭაბუკები:

I     ადგილი – ნიკოლოზ შამათავა (ზუგდიდი; მწვრთნელი მადონა ბოკუჩავა) – 8 ქულა;

II    ადგილი – ლუკა კილაძე (თბილისი;მწვრთნელი დავით ზარქუა) – 7 ქულა;

III   ადგილი – დავით ნემსაძე (ქუთაისი;მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) – 6,5 ქულა;

18 წლამდე გოგონები:

I     ადგილი  – თამარ ესაძე (ქუთაისი;მწვრთნელი მურმან ესაძე;ზურაბ სტურუა)– 7 ქულა;

II    ადგილი – ეკატერინე ფიფია (თბილისი;მწვრთნელი ზურაბ სტურუა)

III   ადგილი  – დიანა ლომაია (ფოთი;მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა;ზურაბ სტურუა) – 5,5 ქულა;

18 წლამდე ჭაბუკები:

I     ადგილი  – აკაკი ყალიჩავა (ფოთი;მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა – 8 ქულა;

II    ადგილი – ლაშა კაჭკაჭიშვილი (თბილისი; მწვთნელი დავით გურგენიძე) – 6 ქულა;

III   ადგილი – ალექსანდრე წანაწყენიშვილი (გურჯაანი; მწვრთნელი გია ქიტესაშვილი) – 6 ქულა;