6 – 9 თებერვალი, 2023 წ.
თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
06.02-09.02. 2023წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
3. მონაწილენი:
ტურნირში დაიშვება ყველა მოჭადრაკე რომელიც გადაიხდის სატურნირო შესატანს – 30 ლარს.
4. სისტემა და დროის კონტროლი:
– ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 8 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
– თითოეულს 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
- თაი – ბრეიქი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში
ადგილები განაწილდება:
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
- მოგებების მეტი რაოდენობით.
6. ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | საათი |
I ტურის კენჭისყრა | 6 თებერვალი | 16:00 |
I ტური | 6 თებერვალი | 17:00 |
II ტური | 6 თებერვალი | 19:00 |
III ტური | 7 თებერვალი | 17:00 |
IV ტური | 7 თებერვალი | 19:00 |
V ტური | 8 თებერვალი | 17:00 |
VI ტური | 8 თებერვალი | 19:00 |
VII ტური | 9 თებერვალი | 17:00 |
VIII ტური | 9 თებერვალი | 19:00 |
დახურვა | 9 თებერვალი | 21:00 |
7. კვალიფიკაცია:
– ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში.
– ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.
8. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
– მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/UGMNR5Hcq7KKAL44A ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის (დაბადების)
მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო
შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 5 თებერვალი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე – ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “თიბისი ბანკი”
ანგარიში ნომერი: GE38TB7313936080100011. საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
– თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 30 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
– დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 50 ლარი (უნაღდო
ანგარიშსწორებით).
– საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანისგან.
- პრიზები:
– ტურნირის საპრიზო ფონდია სატურნირო შემონატანის 70%.
– საპრიზო ფონდი გადანაწილდება შემდეგნაირად:
1 | 2 | 3 | |
ღია | 32% | 24% | 16% |
ქალთა | 10% | ||
ELO 1800< | 8% | ||
ELO 1600< | 6% | ||
ELO 1400< | 4% |
– თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიზი არ იყოფა.
– ერთი და იგივე მონაწილის მიერ ორი პრიზის მოპოვების შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა
ორივე პრიზი.
– ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
– I–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომით და მედლით;
- საერთო წესები:
– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 10 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
– ღონისძიება ტარდება ფიდეს სამართლიანი თამაშის წესების და დებულებების შესაბამისად. წესების
დარღვევის შემთხვევაში, საკითხი რეაგირებისთვის გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისიას.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი – ჭანტურია ამირან