გიორგი (გია) გიორგაძე
დაბადების თარიღი:
1964 წლის 10 ოქტომებერი
განათლება
1980 – 1985 წ.წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტი; ეკონომიკისა და სამართლმოცდნეობის ინსტიტუტის ასპირანტი.
სამსახურეობრივი კარიერა:
2000 წელი – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;
2001 – 2003 წლებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო პოლიციის სამმართველოს უფროსი;
2003 – 2004 წლებში – თბილისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
2004 – 2005 წლებში – ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
2005 – 2008 წლებში – შპს „უნივერსალთრეველის“ დირექტორი;
2008 წლიდან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.
სპორტული მიღწევები:
საქართველოს მოსწავლეთა პირველობების 4 – გზის ( 1977 – 1980 წ.წ.) გამარჯვებული;
საქართველოს 2 – გზის ჩემპიონი (1982, 1988 წ.წ.) მამაკაცებში;
საკავშირო სპარტაკიადის ( 1981წ. ) ბრინჯაოს მედალოსანი;
საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ( 1982წ. ) მესამე პრიზიორი;
მსოფლიო ჩემპიონატის ზონალური ტურნრირის ( ანკარა, 1995 წ. ) გამარჯვებული;
1996 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის (ერევანი) მცირე ბრინჯაოს მედალოსანი მე-2 დაფაზე;
ესპანეთის საკლუბო ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონი (1999, 2003 წ.წ.);
ათეულობით საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი;
მსოფლიოს ჩემპიონ გარი კასპაროვის მწვრთნელთა გუნდის წევრი (მსოფლიო ჩემპიონობისთვის მატჩი გ. კასპაროვი – ა. კარპოვი, ნიუ-იორკი – ლიონი 1990 – 1991 წ.წ.)
ჯილდოები:
ღირსების ორდენის კავალერი;
სპორტის რაინდი;
საქართველოს საუკეთესო სპორტული მენეჯერი – 2014 წელი;