გიგა ყუფარაძის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა, საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘chess.com”’გამართული ‘’ Titled Tuesday Blitz’’!

აღსანიშნავია,რომ ქართველმა დიდოსტატმა გადამწყვეტ ტურში,მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა!

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. პარტიები შემდეგი რეგლამენტით მიმდინარეობდა:3 წუთი+2 წამი პირველივე სვლიდან.

ტურნირი ყოველ სამშაბათს იმართება და ვირტუალურ საჭადრაკო სივრცეში ყველაზე წარმომადგენლობითია.

მასში მონაწილეობა მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

I ადგილი – გიგა ყუფარაძე – 10 ქულა

II ადგილი -ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – 9,5 ქულა

III ადგილი -ჯეფრი ხიონგი (აშშ) – 9,5 ქულა