საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ქალთა გუნდურ პირველობაზე ზედიზედ მესამედ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატი სლოვენიის კურორტ თერმე ჩატეჟში, შვევიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა.
პირველ ადგილზე 18 ქულით რუსეთის ნაკრები გავიდა, ჩვენებმა 15 ქულით მოიპოვეს ვერცხლის მედალი, ხოლო III – IV ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდგნაირად განაწილდნენ:
3.აზრბაიჯანი
4.უკრაინა
განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდის ლიდერების ნანა ძაგნიძის და ლელა ჯავახიშვილი ბრწყინვალე თამაში. ორივე მათგანმა პირად დაფაზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მცირე ოქროს მედლები მოიპოვეს.
1. ნანა ძაგნიძე (2524) – 5,5 ქულა 7-დან; რეიტინგის მატება +13,3
2. ლელა ჯავახიშვილი (2446) – 6 (8); +13,7;
3.მერი არაბიძე (2441) – 4,5 (9); -11,8
4.სალომე მელია (2371) – 3(7); -10,3
5.სოფიო გვეტაძე (2302) – 3,5 (5); +4,1.
კაპიტანი – დავით ჯოჯუა; მთავარი მწვრთნელი- ელიზბარ უბილავა.
ბოლო ტურამდე ლიდერთა ჯგუფში იმყოფებოდა და საპრიზო სამეულისთვის იბრძოდა ვაჟთა ნაკრები. სამწუხაროდ, დასკვნით ტურში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ პოლონეთის ნაკრებთან განცდილმი მარცხით ქართველი ვაჟები, საბოლოოდ მე-11 ადგილზე გავიდნენ.
გუნდის ყველა წევრმა მაქსიმალურად იბრძოლა და საკუთარ ელო-რეიტინგს დამატებითი ქულები შესძინა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ლუკა პაიჭაძის და ლევან ფანცულაიას კარგი თამაში. ორივე მათგანმა დამარცხების გარეშე განვლო ტურნირი!
ვაჟთა გუნდი:
1.ბაადურ ჯობავა (2582) – 4 (9); +5,6;
2.თორნიკე სანიკიძე (2458) – 2 (6); +6,4;
3.ლუკა პაიჭაძე (2551) – 5,5 (9); +14,9;
4.ლევან ფანცულაია (2571) – 4 (6); +7,7;
5.გიგა ყუფარაძე (2475) – 2,5 (6); +1,6;
კაპიტანი;მთავარი მწვრთნელი – ზურაბ სტურუა;
ევროპის გუნდური ჩემპიონატზე პირველობა, უკრაინამ და საფრანგეთმა გაინაწილეს, დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონის ტიტული უკრაინამ დაისაკუთრა.
III-IV ადგილები გაიყვეს და კოეფიციენტებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3.პოლონეთი; 4.ესპანეთი.