29 იანვარი, 2023 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
შენიშვნა: შეცვლილია საბანკო ანგარიშის ნომერი! გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება!
1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
– 29 იანვარი, 17:00 სთ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
3. მონაწილენი:
ტურნირში დაიშვება ყველა მოჭადრაკე რომელიც გადაიხდის სატურნირო შესატანს – 10 ლარს.
4. სისტემა და დროის კონტროლი:
– ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
– თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
- თაი – ბრეიქი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები
განაწილდება:
- ბუჰგოლცი-1(1 უდაბლესის გამოკლებით) ;
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- მოგებების რაოდენობით;
- პროგრესი (რეგრესით).
6. კვალიფიკაცია:
ტურნირში დაითვლება ელვისებურ ჭადრაკში ფიდეს რეიტინგი.
7. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
– მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/8BVqmgk8hNeXoUEy7 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის (დაბადების)
მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო
შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მონაწილეთა რეგისტრაცია შეწყდება 1-ლი ტურის დაწყებამდე 2 საათით ადრე.
ნატა ალავიძე – ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “თიბისი ბანკი”
ანგარიში ნომერი: GE38TB7313936080100011. საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
– თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 10 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
- პრიზები: საპრიზო ფონდია – 330 ლარი, რომელსაც დაემატება 60-ზე მეტი მონაწილის სატურნირო შემონატანის
75% (რომელიც თანაბრად დაემატება ექვსივე საპრიზო ადგილს). ხოლო 25% დაემატება პირველ ადგილზე გასული
მოჭადრაკის ფულად პრიზს.
1 | 2 | 3 | |
ღია | 100 (+319) | 75 | 55 |
ქალთა | 40 | ||
ELO 1800< | 30 | ||
ELO 1500< | 30 |
შენიშვნა: პირველი ადგილის პრიზს დაემატა იანვრის პირველი და მეორე ბლიც ტურნირების ბონუსი 319 ლარი. შესაბამისად პირველი ადგილის პრიზი შეადგენს არანაკლებ 419 ლარს.
– თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიზი არ იყოფა.
– ერთი და იგივე მონაწილის მიერ ორი პრიზის მოპოვების შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი.
– ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – სალომე სირაძე