საქართველოს ჩემპიონატი 8 და 14 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, იმერელი მოჭადრაკეების ჰეგემონიით დასრულა!

განსაკუთრებით აღსანიშნავია, საერთაშორისო ოსტატის ნიკოლოზ მანაგაძის და ნონა ჭეფხოძის მოსწავლეთა მიერ ნაჩვენები შედეგი!

მონაწილეებიდან დამაჯერებლად გაიმარჯვეს: ანასტასია კირთაძემ და გაბრიელ გაბადაძემ, დამაჯერებელი გამარჯვებით! მათ აქტივში 9-დან  8 (!) მოგებული პარტია და მხოლოდ ერთი ყაიმია.

დასკვნით ტურში დაძაბული თამაშის შემდეგ მოიპოვე სჩემპიონის ტიტული: ვასიკო შაპოვალოვმა და ლიზა უგულავამ!

საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ შემდეგი პრიზებით:

 I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და ნოუთბუქებით.

– II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და

 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

– III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და

100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

ტექნიკური შედეგები:

8 წლამდე გოგონები:

I ადგილი – ლიზა უგულავა (ქუთაისი;მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე) – 7,5 ქულა;

II ადგილი – ანასტასია ქუთათელაძე (ქუთაისი;მწვრთნელი ინგა კიკვიძე) – 7,5 ქულა;

III ადგილი – ლილე ბუაძე  (ქუთაისი;მწვრთნელიგია მენაბდე) – 7 ქულა;

8 წლამდე ბიჭები:

I ადგილი – გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი;მწვრთნელი  გიორგი ტყეშელაშვილი) – 8,5 ქულა;

II ადგილი – ლუკა ქუნთელია   (თბილისი;მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 8 ქულა;

III ადგილი – დავით თათვიძე (ქუთაისი;მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე) – 7  ქულა;

14 წლამდე გოგონები:

I ადგილი – ანასტასია კირთაძე (ქუთაისი;მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) – 8,5 ქულა;

II ადგილი – ლიზი ქონიაძე (ბათუმი; მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი) – 6,5 ქულა;

III ადგილი  – მარიამ სიჭინავა (თბილისი;მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა) – 6,5 ქულა;

14 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი – ვასიკო შაპოვალოვი (ვანი;მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) – 7,5 ქულა;

II ადგილი – ნიკოლოზ დარსაძე (თბილისი; მწვრთნელი თორნიკე სანიკიძე) – 7 ქულა;

III ადგილი – ნიკოლოზ შამათავა (ზუგდიდი;მწვრთნელი მადონა ბოკუჩავა) – 7 ქულა;