=

იმერეთის წარმომადგენელთა სრული ჰეგემონიით დასრულდა საქართველოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატი  09 და 13 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის!

4 ოქროს მედლიდან – 3 ოქრო ქუთაისელმა მოჭადრაკეებმა დაისაკუთრეს!

საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატი 4 ტურნირად, შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში ქვეყნის  თითქმის ყველა რეგიონის 100-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ასპარეზობა შემდეგი დროის კონტროლით ჩატარდა: 15 წუთი პირველივე სვლიდან 5 წამის დამატებით.

ჩემპიონატმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა და პატარა მოჭადრაკეები  დიდი მონდომებით იბრძოდნენ თითოეულ პარტიაში.

9 წლამდე გოგონებში თითქმის მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ლიდერობდა და ბოლომდე შეინარჩუნა პირველობა ქუთაისელმა მოჭადრაკემ, ანასტასია ჭიჭინაძემ!

ამავე ასაკის მონაწილეთა შორის ყველა პარტიაში გაიმარჯვა და დამსახურებლად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, ქუთაისელმა გაბრიელ გაბადაძემ!

13-წლამდე ასპარეზობა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა და მხოლოდ დასკვნითმა ტურმა გაარკვია გამარჯვებულის ვინაობა. გადამწყვეტ პარტიაში, დათა ყალაბეგაშვილმა დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე და ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა

13 წლამდე გოგონებში ქულათა მაქსიმუმით, კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა თანატოლებში ანასტასია კირთაძემ!

09  წლამდე გოგონები:

I    ადგილი  – ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გია მენაბდე – 8 ქულა;

II   ადგილი  – მარიამ ნუკრაძე (გორი;მწვრთნელი ოთიკო დოლიძე) – 7,5 ქულა

III  ადგილი  – ანასტასია ქუთათელაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ინგა კიკვიძე) – 6 ქულა;

09  წლამდე ჭაბუკები:

I    ადგილი  – გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი) – 9 ქულა;

II   ადგილი – დავით თათვიძე  (ქუთაისი; მწვრთნელი ნანა ჭეფხოძე) – 7,5 ქულა;

III  ადგილი  ლუკა ქუნთელია (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 6,5 ქულა;

13 წლამდე გოგონები:

I    ადგილი  – ანასტასია კირთაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) – 9 ქულა;

II   ადგილი – მართა სორდია (თბილისი; მწვრთნელი დიმიტრი კვარაცხელია)

–6,5  ქულა;

III  ადგილი –  მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი; მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი) – 6  ქულა

13  წლამდე ჭაბუკები:

I    ადგილი – დათა ყალაბეგაშვილი (გურჯაანი; მწვრთნელი ვანო მინდორაშვილი) – 7,5 ქულა;

II   ადგილი – ლუკა კილაძე (თბილისი; მწვრთნელი დავით ზარქუა) – 6,5 ქულა;

III  ადგილი – თენგიზ თოიძე (ოზურგეთი; მწვრთნელი დავით ზარქუა) – 6,5 ქულა;