საქართველოს ნაკრების ლიდერის, ბაადურ ჯობავას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა, საერთაშორისო საჭადრაკო სერვერზე, ‘chess.com’ გამართული ტრადიციული, ონლაინ ‘Titled Tuesday’! ‘Titled Tuesday’ სამშაბათობით იმართება და ვირტუალურ სივრცეში ყველაზე ძლიერი და პოპულარული საერთაშორისო ტურნირია, სადაც მონაწილეობა მხოლოდ წოდებიან მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

ქართველმა დიდოსტატმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და 11-დან 10 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯობავას მოგება ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურასთან.

იხილე პარტია