მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა ვადაზე ადრე შეინარჩუნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული!
დუბაიში მიმდინარე მატჩში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის მე-11 ტურში უშანსოდ დაამარცხა მეტოქე და გამანადგურებული ანგარიშით: 7,5 : 3,5 მეხუთედ მოიპოვა პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული
აღსანიშნავია, რომ პაექრობის სტარტზე ზედიზედ ხუთი ყაიმის შემდეგ, კარლსენმა ექვსი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და ორი ყაიმით დაასრულა