ბელა ხოტენაშვილის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს 78 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა!

გამარჯვებულმა რვა პარტიაში ხუთი გმოგება იზეიმა და მხოლოდ სამი შეხვედრა დაასრულა ყაიმით! 

ბელამ, მესამედ მოიპოვა ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული. პირველად, საქართველოს ჩემპიონი 2012 წელს გახდა, ხოლო შემდეგ 2017 წელს გაიმეორა მიღწევა!

ბოლო ტურში გამარჯვებით ჩემპიონატის ვერცხლის მედალი საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა, მერი არაბიძემ დაისაკუთრა!

მესამე ადგილზე 5,5 ქულით და უკეთესი მაჩვენებლებით ნინო ბაციაშვილი გავიდა.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

I   ადგილი –  ბელა ხოტენაშვილი (2463) – 6,5 ქულა;  

II  ადგილი – მერი არაბიძე  (2432)  – 6 ქულა;

III ადგილი – ბაციაშვილი ნინო (2491) – 5,5 ქულა;

Iv ადგილი – ლელა ჯავახიშვილი (2473) – 5,5 ქულა;

V  ადგილი – სოფიო გვეტაძე (2309) – 3,5 ქულა;

VI  ადგილი – დიანა ლომაია  (2068)  – 3 ქულა;

VII  ადგილი – ინგა ხურცილავა (2231) – 3 ქულა;

VIII ადგილი – ალექსანდრა ვახანია (2161) – 2 ქულა;

IX   ადგილი – ელენე წოწონავა (1885) – 1 ქულა;

საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეებიდან სხვადასხვა წლებში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს ფლობდნენ:

ხურცილავა – 1997;2000

ჯავახიშვილი – 2001;2007;2014;2016;

ბაციაშვილი  – 2015;2018,2020

ხურცილავა – 1997;2000

ხოტენაშვილი – 2012;2017

არაბიძე – 2019

ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულს ყველაზე მეტჯერ ფლობდნენ:

ლომინეიშვილი – 1996;1998;2002;2009;2011

ხურციძე – 1989;1993;2005;2006;2013;