ნანა იოსელიანი 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი თასის გათამაშება 4 ტურნირად გაიმართა: ქალთა, ვაჟთა, გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდი 16 600 ლარს შეადგენდა. მონაწილეთა შორის იყვენენ ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკეები.
შეჯიბრი ქალთა და ვაჟთა შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიამრთა, შემდეგი დროის კონტროლით: 3 წუთი მთელ პარტიაზე, ხოლო ახალგაზრდებს შორის შვეიცარული სისტემით 7 ტურად, 10 წუთი მთელ პარტიაზე.
ასპარეზობამ სტარტი 10 თებერვალს აიღო და 12 თებერვლამდე გასტანა.
თასის გათამაშების საზეიმო დახურვა, თბილის ჭადრაკის სასახლეში, 12 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართა.
დახურვის ცერემონიაზე ლეგენდარულ ჩემპიონს იუბილე მიულოცეს თანაგუნდელებმა:ნანა ალექსანდრიამ, ნინო გურიელმა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.
ფიდეს პრეზიდენტის მილოცვა ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა გაახმოვანა.
ნანა იოსელიანის თასის გათამაშების გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღეს: ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, სოსო ბაღათურიამ
გამარჯვებულები
I ადგილი – მერი არაბიძე – 6,5 ქულა;
II ადგილი – მაკა ფურცელაძე- 6,5 ქულა;
III ადგილი – სოფიკო ხუხაშვილი – 6 ქულა;
I ადგილი – კონსტანტინე შანავა – 7,5 ქულა
II ადგილი – ლევან ფანცულაია – 7 ქულა
III ადგილი – გიგა ყუფარაძე – 6,5 ქულა
I ადგილი – ბარბარე ჭიოკაძე (თბილისი;მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) -6 ქულა;
II ადგილი – ანა ბელთაძე (სამტრედია;ნინო ჯვარშეიშვილი) – 5 ქულა;
III ადგილი – ბარბარე შონია (ბორჯომი; გოჩა თორია) – 5 ქულა;
I ადგილი – ბარბარე აშოთია (ქუთაისი; გია მენაბდე) – 7 ქულა;
II ადგილი – მარიამ ცაციაშვილი (გორი;ოთარ დოლიძე) – 5 ქულა;
III ადგილი – მარიამ ნუკრაძე (გორი) – 4,5 ქულა;
I ადგილი – მართა სორდია (თბილისი;დიმიტრი კვარაცხელია) -6 ქულა;
II ადგილი – ანასტასია ზარქუა (თბილისი;დავით ზარქუა) – 5 ქულა;
III ადგილი – თეკლა კოღუაშვილი (ქუთაისი; ხათუნა გუბელაძე) – 4 ქულა;
I ადგილი – ნიკოლოზ შანიძე (თბილისი;გიორგი მაჭარაშვილი) – 5,5 ქულა;
II ადგილი – ნიკოლოზ ალიშბაია (თბილისი;ნატალია ეძგვერაძე) –
III ადგილი – გიორგი წულაია (თბილისი; გიორგი მაჭარაშვილი_ = 5 ქულა
I ადგილი – გაგა გვასალია (ფოთი; გოჩა ჩაჩუა) – 6 ქულა;
II ადგილი – გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი;გიორგი ტყეშელაშვილი) – 5,5 ქულა;
III ადგილი – ანდრია კვირიაშვილი (თბილისი;იოსებ კვირიაშვილი) -5,5 ქულა;
I ადგილი – ლუკა კილაძე (თბილისი;მწვრთნელი დავით ზარქუა) -6 ქულა;
II ადგილი -ერეკლე ტაბატაძე (თბილისი;იოსებ კვირიაშვილი) -5 ქულა;
III ადგილი – თამაზ თუშიშვილი (თბილისი;ნანა იოსელიანი)- 3,5 ქულა;