დიანა ლომაიას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა!

გამარჯვებულმა 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ალექსანდრა ვახანიას. ააღსანიშნავია, ლომაიას საკმაოდ მაღალი ხარისხის პარტიები და სერიოზული სარეიტინგო მატება +165 ქულა!

მესამე ადგილზე სოფიო გვეტაძე გავიდა 6,5 ქულით.

სამივე  მათგანმა საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა!

6 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონატში ასპარეზობის პირველი კანდიდატი იქნება ელენე წოწონავა.

დებულება

ტექნიკური შედეგები