საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
8 – 11 სექტემბერი 2021 წ.
ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37ა
- ორგანიზატორები:
1.1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
1.2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ტურნირები:
- ღია ტურნირი;
- ქალთა ტურნირი.
- ღონისძიების მართვა:
- საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს
ღონისძიებების სუპერვაიზერს(ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი).
- სათამაშო წესები:
4.1. დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე (დროის კონტროლი შესაძლებელია შეიცვალოს).
4.2. ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 8 ტურად.
4.3. დაითვლება ფიდეს რეიტინგი რაპიდში.
- ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:
- ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ:
5.1.1. 2021 წლის საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებს;
5.1.2. სტანდარტულ ჭადრაკში 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 6 საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს, გარდა უმაღლესი ლიგის მონაწილეებისა. ვაკანტური ადგილები შეივსება მომდევნო საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით.
- ქალთა ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ:
5.2.1. 2021 წლის საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებს;
5.2.2. სტანდარტულ ჭადრაკში 2021 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 6 საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს, გარდა უმაღლესი ლიგის მონაწილეებისა. ვაკანტური ადგილები შეივსება მომდევნო საუკეთესო აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით;
- ღია და ქალთა ტურნირებში დაიშვებიან 16 და 18 წლამდე 2021 წლის საქართველოს ჩემპიონები;
- ტურნირებში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ მოწვეულ უცხოელ მოჭადრაკეებს;
- ტურნირში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა
დაადასტურონ არაუგვიანეს 25 აგვისტოსა;
- მონაწილეთა კენტი რაოდენობის შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას დაამატოს მომდევნო უმაღლესი აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკე;
- მონაწილეთა ცხოვრების, კვების და გზის თანხებს იხდის მიმავლინებელი ორგანიზაცია.
- ტურნირების განრიგი:
ტური | რიცხვი | დრო |
ჩამოსვლის დღე | 7 სექტემბერი | |
გახსნა | 8 სექტემბერი | 13:30 |
I ტური | 8 სექტემბერი | 14:00 |
II ტური | 8 სექტემბერი | 16:30 |
III ტური | 9 სექტემბერი | 14:00 |
IV ტური | 9 სექტემბერი | 16:30 |
V ტური | 10 სექტემბერი | 14:00 |
VI ტური | 10 სექტემბერი | 16:30 |
VII ტური | 11 სექტემბერი | 14:00 |
VIII ტური | 11 სექტემბერი | 16:30 |
დახურვა | 16 სექტემბერი | 19:00 |
- გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება:
7.1. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა) ურთიერთშორის შეხვედრა;
ბ) ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
გ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
დ) შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
ე) მოგებების მეტი რაოდენობით.
7.2. – ღია და ქალთა ტურნირებში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან
მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
- საპრიზო ფონდი:
8.1. ძირითადი პრიზი – 32 650 ლარი:
ტურნირი | კატეგორია | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
ღია ტურნირი | ღია | 5000 | 3500 | 2500 | 2000 | 1500 | 1200 | 900 | 700 |
20 წლამდე (2001.01.01) | 600 | ||||||||
ქალთა ტურნირი | ქალები | 4000 | 3000 | 2300 | 1600 | 1200 | 900 | 700 | 500 |
20 წლამდე (2001.01.01) | 550 |
მონაწილეს გადაეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი;
8.2. დამატებითი პრიზი – 18 600 ლარი:
ორივე ტურნირში, მაიას და ნონას თასზე ნაჩვენები საერთო შედეგების ჯამის მიხედვით დაწესებულია დამატებითი ფულადი პრიზები როგორც ღია, ასევე ქალთა ტურნირებში. პრიზის მისაღებად სავალდებულოა ორივე ტურნირში მონაწილეობა.
საუკეთესო შედეგის მოჭადრაკეების გამოვლენის წესი:
– თითოეულ ტურნირში დაკავებული ადგილისათვის მოჭადრაკეს ჩაეთვლება შეფასების შესაბამისი ქულები:
I ადგილი – 160 ქულა, II ადგილი – 130 ქულა, III ადგილი – 110 ქულა, IV ადგილი – 90 ქულა, V ადგილი – 70 ქულა, VI ადგილი – 50 ქულა, VII ადგილი – 40 ქულა, VIII ადგილი – 30 ქულა, IX ადგილი – 20 ქულა, X ადგილი – 10 ქულა.
– მონაწილეებს, ორივე ტურნირის ჯამში თუ აღმოაჩნდებათ შეფასების თანაბარი ქულები, გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგი დამატებითი მაჩვენებლებით:
- ორივე ტურნირში აღებული ქულათა ჯამი;
- ორივე ტურნირზე ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით) ჯამი;
- ორივე ტურნირზე ბუჰგოლცის ჯამი;
- ორივე ტურნირში შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
- ორივე ტურნირში მოგებების მეტი რაოდენობა;
- არმაგედონი.
ორივე ტურნირის ჯამში | ღია | ქალთა |
I ადგილი | 3500 | 3000 |
II ადგილი | 3000 | 2500 |
III ადგილი | 2000 | 1500 |
IV ადგილი | 1100 | 900 |
V ადგილი | 600 | 500 |
8.4. ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად;
8.5. თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.
– პრიზების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
- საერთო წესები:
9.1. ტურნირზე დაგვიანების დრო – 30 წუთი.
9.2. ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 10 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია
წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი,
რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
9.3 კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და
ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – სოფიო ნიკოლაძე
მაიას თასის დანართი 1
- სათამაშო დარბაზში შესვლამდე მონაწილეებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. ყველა მონაწილემ უნდა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენა (დაიბანონ წყლით და საპნით ან დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით);
- მონაწილეებმა და მსაჯებმა სათამაშო დარბაზში შესვლისთანავე უნდა გაიკეთონ დამცავი ნიღაბი, რომელიც მოუხსნელად უნდა ეკეთოთ თამაშის პროცესში;
- მოთამაშეების გარდა მხოლოდ მსაჯების ყოფნაა დაშვებული სათამაშო სივრცეში;
- ტურის დასრულების შემდეგ, თითოეულმა მონაწილემ თვითონ უნდა გაიტანოს თავისი ნივთები და ნარჩენები ოთახიდან;
- ტურის დასრულებისთანავე ჩატარდება საჭადრაკო ინვენტარის (ფიგურები, დაფა, საათი), სკამების, მაგიდების, იატაკის და კარებების სახელურების დეზინფიცირება;
- ტურნირის ყველა მონაწილემ დარბაზიდან ყოველი გამოსვლის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა;
- საჭადრაკო პარტიის დამთავრებისთანავე ყველა მონაწილემ უნდა დატოვოს სათამაშო დარბაზი;
- სათამაშო დარბაზი რეგულარულად და ეფექტურად განიავდება;
- დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სხვა რეგულაციები (სველი წერტილის წმენდა, დეზინფექცია, სადეზინფექციო დისპენსერების განთავსება და სხვა).
- მონაწილეები და მსაჯები ვალდებულნი არიან გამოაგზავნონ ელ ფოსტაზე (mtandashvili@yahoo.com) “კოვიდ-19” ინფექციაზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი 7 სექტემბრის 18:00 საათამდე;
- ტურნირის დირექცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ტურნირის განრიგი “კოვიდ-19” პანდემიასთან დაკავშირებული გართულებების გათვალისწინებით.
რეგულაციებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას იმოქმედოს ცვლილებების შესაბამისად.