8, 10, 12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის და

ღია რეიტინგ ტურნირი სწრაფ ჭადრაკში

5–12 ნოემბერი 2023 წ.

ქ. ქუთაისი, მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სასპორტო სკოლა

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

  1. ტურნირის ორგანიზატორები:

1.1. ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობა;

1.2. იმერეთის მხარის ჭადრაკის ფედერაცია.

  • ტურნირის ჩატარების ადგილი:

2.1. ქალაქი ქუთაისი, თაბუკაშვილის ქ. 20. მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სასპორტო სკოლა.

  • ტურნირები:

3.1.  8 წლამდე ჭაბუკთა შორის(2015 წელს და შემდეგ დაბადებულები);

3.2.  8 წლამდე გოგონათა შორის(2015 წელს და შემდეგ დაბადებულები);   

3.3.  10 წლამდე ჭაბუკთა შორის(2013 წელს და შემდეგ დაბადებულები);

3.4.  10 წლამდე გოგონათა შორის(2013 წელს და შემდეგ დაბადებულები);  

3.5.  12 წლამდე ჭაბუკთა შორის(2011 წელს და შემდეგ დაბადებულები);  

3.6.  12 წლამდე გოგონათა შორის(2011 წელს და შემდეგ დაბადებულები);  

3.7.  ღია რეიტინგ ტურნირი სწრაფ ჭადრაკში.   

4. ტურნირის ჩატარების სისტემა:

4.1. ტურნირები ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით:

      სტანდარტი – 7(შვიდი) ტური; სწრაფი ჭადრაკი – 11(თერთმეტი) ტური.

4.2. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი;

4.3. კენჭისყრა გაიმართება კომპიუტერული პროგრამით – SwissManager. სასტარტო სია და შედეგები განთავსდება შემდეგ საიტზე: Chess.results.com(GEO)

4.4. ღია რეიტინგ ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში.

5. დროის კონტროლი:

5.1. 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის სტანდარტში – 45 წუთი პარტიის ბოლომდე,  30 წამის დამატებით  ყოველ   სვლაზე.

5.2. ღია რეიტინგ ტურნირში სწრაფ ჭადრაკში – 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.

5.3. სტანდარტში ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება    წაგება, სწრაფ ჭადრაკში დროის ამოწურვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

5.4. ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო    კომიტეტში ტურის დასრულებიდან სტანდარტში 30 წუთის განმავლობაში, სწრაფ ჭადრაკში 10 წუთის განმავლობაში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

  • ტურნირში მონაწილეობა:

6.1. ტურნირში მონაწილეები დაიშვებიან ასაკობრივი ცენზის დაცვით. ასაკობრივ ტურნირებში დაბადების მოწმობის, ან ნოტარიულად დამოწმწბული ასლის წარმოდგენა აუცილებელია.

  • ტურნირის განრიგი:

8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის სტანდარტში

ტურითარიღიდრო
გახსნა6 ნოემბერი11:00
I     ტური6 ნოემბერი11:15
II    ტური7 ნოემბერი11:00
III   ტური7 ნოემბერი14:00
IV   ტური8 ნოემბერი11:00
V    ტური9 ნოემბერი11:00
VI   ტური9 ნოემბერი14:00
VII   ტური10 ნოემბერი11:00
დახურვა12 ნოემბერი17:00

10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის სტანდარტში

ტურითარიღიდრო
გახსნა6 ნოემბერი15:00
I     ტური6 ნოემბერი15:15
II    ტური7 ნოემბერი17:00
III   ტური8 ნოემბერი14:00
IV   ტური8 ნოემბერი17:00
V    ტური9 ნოემბერი17:00
VI   ტური10 ნოემბერი14:00
VII   ტური10 ნოემბერი17:00
დახურვა12 ნოემბერი17:00

ღია რეიტინგ ტურნირი სწრაფ ჭადრაკში

ტურითარიღიდრო
I ტური11 ნოემბერი11:00
II ტური11 ნოემბერი11:45
III ტური11 ნოემბერი12:30
IV ტური11 ნოემბერი13:15
V ტური11 ნოემბერი14:00
VI ტური12 ნოემბერი11:00
VII ტური12 ნოემბერი11:45
VIII ტური12 ნოემბერი12:30
IX ტური12 ნოემბერი13:15
X ტური12 ნოემბერი14:00
XI ტური12 ნოემბერი14:45
დახურვა12 ნოემბერი17:00
გამგზავრება13 ნოემბერი 

მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ორგანიზატორი უფლებამოსილია შესაბამისი კორექტირება მოახდინოს ტურნირის დაწყების დროზე.

  1. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება:

8.1. თანაბარი  ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

ა) ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით); ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი); გ) ურთიერთშორის შეხვედრა; დ) მოგებების მეტი რაოდენობა; ე) შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა.

8.2. სტანდარტში 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

 I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან: მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასებით, მედლებით, დიპლომებით და ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებული ფულადი  პრიზებით.              

        II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით.

        IV – V ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფულადი პრიზებით.

  1. ფულადი პრიზები.

9.1. სტანდარტში 8,10,12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ასაკობრივი ტურნირების ფულადი პრიზები:

ტურნირი, კატეგორია12345
12 წ. ჭაბუკები500400300150100
12 წ. გოგონები500400300150100
10 წ. ჭაბუკები500400300150100
10 წ. გოგონები500400300150100
8 წ. ჭაბუკები500400300150100
8 წ. გოგონები500400300150100

9.2. მწვრთნელთა ფულადი პრიზები სტანდარტში:

8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა სტანდარტულ ტურნირებში გამარჯვებული მოჭადრაკეების მწვრთნელები დაჯილდოვდებიან ფულდი პრიზებით:

I – ადგილი – 150ლ.; II – ადგილი – 125ლ.; III – ადგილი – 100ლ.

9.3. ღია რეიტინგ ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ფულადი პრიზები.

ტურნირი, კატეგორია123
ღია1000700500
ქალთა500300200
სენიორები(50+)200150125
14 წ. ჭაბუკები200170150
14 წ. გოგონები180150130
12 წ. ჭაბუკები190160140
12 წ. გოგონები170140120
10 წ. ჭაბუკები180150130
10 წ. გოგონები160130110
8 წ. ჭაბუკები170140120
8 წ. გოგონები150120100

– ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიზი არ იყოფა. ერთი და იგივე მონაწილის მიერ ერთ ტურნირში რამოდენიმე პრიზის მოპოვების შემთხვევაში, პრიზიორს გადეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი. ეს პუნქტი არ ეხება ღია(რაპიდ) ტურნირში მონაწილე ქალ(გოგონა) მოჭადრაკეებს, თუ ქალი(გოგონა) მოჭადრაკე მოიპოვებს ორ პრიზს, როგორც ღია ასევე ქალთა(გოგონათა) კატეგორიაში, მას აქვს ორივე პრიზის აღების უფლება(მათ შორის 8,10,12 და 14 წლამდე ჭაბუკთა პრიზის). მოჭადრაკემ ტურნირში შეიძლება აიღოს მაქსიმუმ ორი პრიზი.

  1. რეგისტრაცია, სატურნირო შესატანი:

– რეგისტრაცია 8,10,12 წლამდე სტანდარტში იწარმოებს 30 ოქტომბრიდან – 3 ნოემბრის ჩათვლით.

– მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა:

  სტანდარტში  https://forms.gle/VZfHfs9pV1hm2cxz6  

– რეგისტრაცია ღია რეიტინგ ტურნირში იწარმოებს 30 ოქტომბრიდან – 9 ნოემბრის ჩათვლით.

– მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა:

  სწრაფ ჭადრაკში https://forms.gle/AZPUa2TmL54Mo66U6

– სატურნირო შესატანი: სტანდარტი – 40 ლარი; სწრაფი ჭადრაკი – 20 ლარი.

– სატურნირო შესატანიდან გათავისუფლებული არიან: საერთაშორისო დიდოსტატები, საერთაშორისო ოსტატები, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოჭადრაკეები.

– რეგისტრაციის ბოლო ვადაა:

სტანდარტში 2023 წლის 3 ნოემბერი 19:00 საათი; სწრაფ ჭადრაკში – 9 ნოემბერი 19:00 საათი. დაგვი–ანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილე გადაიხდის სტანდარტში 60ლ., სწრაფ ჭადრაკში 30ლ.

– რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

– საწევრო შესატანის იწარმოებს იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის  შემდეგ ანგარიშზე: ააიპ “იმერეთის მხარის ჭადრაკის ფედერაცია”; ’’საქართველოს ბანკი’’, ა/ნ% GE85 BG00 0000 0297 9212 00. 

  1. სამართლიანი თამაშის წესების დაცვა რეგულირდება დანართი 1–ით.

ტურნირის დირექტორი: იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი – ზაზა ლომინაძე;

ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე.