ნანა ძაგნიძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა მაიას თასის გათამაშება ქალთა შორის რაპიდში!

გამარჯვებულმა 8-დან 6,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ბელა ხოტენაშვილს!

მესამე ადგილზე 4,5 ქულით და უკეთესი კოეფიციენტით ნინო ხომერიკი გავიდა.

მაია ჩიბურდანიძის თასი-2021”

საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში 8 – 11 სექტემბერი 2021 წ.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 8 ტურად გაიმართება, დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე; საპრიზო ფონდი – 32 650 ლარი; მონაწილეობენ საქართველოს ნაკრების წევრები და მოწვეული  უცხოელი მოჭადრაკეები.