ფიდეს ოსტატ ირაკლი ახვლედიანის გამარჯვებით დასრულდა მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშების პირველი ეტაპი ონლაინ ჭადრაკში!

ასპარეზობა საერტაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘chess com’ არსებულ მაია ჩიბურდანიძის  კლუბში გაიმართა და მასში 6 ქვეყნის (საქართველო,საფრანგეთი,სინგაპური,უკრიანა,მალაიზია,სომხეთი) 72 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 13 ტურად გაიმართა შემდეგი დროის კონტროლით: 3 წუთი მთელ პარტიაზე 2 წამის დამატებით პირვლეივე სვლიდან.

გამარჯვებულმა 13-დან 11 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე 10 ქულით საქართველოს მომქმედი ჩემპიონი ონლაინ ჭადრაკში ნიკა ვოლკოვი გავიდა.მესამეზე – საქართველოს ნაკრების წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე.

8,5-8,5 ქულით, IV-VI ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

4.რამაზ ენდელაძე

5.ნოდარ ლორთქიფანიძე

6.ზაზა ხოფერია

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი სოფო ნიკოლაძემ აჩვენა, ხოლო 13 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის დათა ყალაბეგაშვილი იყო საუკეთესო.

ტურნირში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

I ადგილი – 150 ლარი;
II ადგილი – 120 ლარი;
III ადგილი – 100 ლარი;
IV ადგილი – 80 ლარი;
V ადგილი – 50 ლარი

დებულება

ტექნიკური შედეგი