მენეჯმენტი
გია გიორგაძე

სქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი
განათლება 1980 – 1985 წ.წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტი; ეკონომიკისა და სამართლმოცდნეობის ინსტიტუტის ასპირანტი. სამსახურეობრივი კარიერა: 2000 წელი – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; 2001 – 2003 წლებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო პოლიციის სამმართველოს უფროსი; 2003 – 2004 წლებში – თბილისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2004 – 2005 წლებში – ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი; 2005 – 2008 წლებში – შპს „უნივერსალთრეველის“ დირექტორი; 2008 წლიდან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი. სპორტული მიღწევები: საქართველოს მოსწავლეთა პირველობების 4 – გზის ( 1977 – 1980 წ.წ.) გამარჯვებული; საქართველოს 2 – გზის ჩემპიონი (1982, 1988 წ.წ.) მამაკაცებში; საკავშირო სპარტაკიადის ( 1981წ. ) ბრინჯაოს მედალოსანი; საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ( 1982წ. ) მესამე პრიზიორი; მსოფლიო ჩემპიონატის ზონალური ტურნრირის ( ანკარა, 1995 წ. ) გამარჯვებული; 1996 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის (ერევანი) მცირე ბრინჯაოს მედალოსანი მე-2 დაფაზე; ესპანეთის საკლუბო ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონი (1999, 2003 წ.წ.); ათეულობით საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი; მსოფლიოს ჩემპიონ გარი კასპაროვის მწვრთნელთა გუნდის წევრი (მსოფლიო ჩემპიონობისთვის მატჩი გ. კასპაროვი – ა. კარპოვი, ნიუ-იორკი – ლიონი 1990 – 1991 წ.წ.) ჯილდოები: ღირსების ორდენის კავალერი; სპორტის რაინდი; საქართველოს საუკეთესო სპორტული მენეჯერი – 2014 წელი;
აკაკი იაშვილი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ‘ფიდე-ს’ ვიცე-პრეზიდენტი