დიდი წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ქალებმა ქალები მონტენეგროში დასრულე ბულ ევროპის რიგით 23-ე ჩემპიონატზე!
მერი არაბიძემ 11-იდან 8,5 ქულით, პირველობა გაინაწილა პოლონელ ოლივია კიოლბასასთან ერთად და პირად შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
აღსანიშნავია, რომ აქამდე ევროპის ჩემპიონის ტიტულს ქართველი მოჭადრაკეებიდან ფლობდნენ: 2003 წელს – ზურაბ აზმაიფარაშვილი, ხოლო 2017 წელს ნანა ძაგნიძე!
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და III-VI ადგილები გაინაწილა სალომე მელიამ!
7,5 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა ლელა ჯავახიშვილი!
სამივე ქართველმა მოჭადრაკემ ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა!
ქართველი მონაწილეების საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1.მერი არაბიძე – 8,5 ქულა; (+10 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
5. სალომე მელია – 8 ქულა; (+11 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
7. ლელა ჯავახიშვილი – 7,5 ქულა; (+2 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
28. ბელა ხოტენაშვილი – 6,5 ქულა; (- 13 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
32. ლილე ქორიძე – 6,5 ქულა; (+69 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
106. ელენე წოწონავა – 5 ქულა; (+23 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
108. ნია დონღვანი – 4,5 ქულა; (+28 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)
113.დიანა ლომაია – 4,5 ქულა; (+106 ქულა -სარეიტინგო ცვლილება)