საქართველოს ორგზის ჩემპიონის, ლევან ფანცულაიას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა  ქვეყნის ჩემპიონატი! ჩემპიონმა, ბრწყინვალედ იასპარეზა და ერთი ტურით ადრე გაინაღდა უძლიერესის ტიტული! აღსანიშნავია, რომ ფანცულაია მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი

ცუდი სტარტის შემდეგ, ზედიზედ სამი პარტია მოიგო საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა გიგა ყუფარაძემ და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!

ზედიზედ 7 ყაიმის შემდეგ, გადამწყვეტი 2 პარტია მოიგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საქართველოს 2020 წლის ჩემპიონმა, ლუკა პაიჭაძემ!

აღსანიშნავია, ახალგაზრდა მოჭადრაკეების, ნიკოლოზ პეტრიაშვილის და ნიკოლოზ კაჭარავას შეუპოვარი ბრძოლა უფროს კოლეგებთან. ორივე მათგანი პირველ ხუთეულში გავიდა.

საქართველოს ვაჟთა, საიუბილეო მე-80 ჩემპიონატი  10 მოჭადრაკეს შორის  წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 25 000 ლარს შეადგენდა, საიდანაც გამარჯვებულისთვის  8 000 ლარი იყო განკუთვნილი.სულ საპრიზო ფონდი 8 მონაწილეზე განაწილდა.

გარდა ფულადი პრიზებისა, I-VIII ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მსოფლიო თასის ფარგლებში დაგეგმილი ევროპის კონტინენტალური ჰიბრიდული ტურნირის ლიცენზიით.

საბოლოო შედეგები:

I  ადგილი  – ლევან ფანცულაია (2553)  – 6,5 ქულა (სარეიტინგო ცვლილება +10,5);

II   ადგილი – გიგა ყუფარაძე (2463) – 5,5 ქულა (+12,6);

III  ადგილი – ლუკა პაიჭაძე(2565)  – 5,5 ქულა (-1,1);

IV ადგილი – ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2425) – 5 ქულა (+7,7),

V  ადგილი –  ნიკოლოზ კაჭარავა (2443) – 5 ქულა (+10,3);

VI  ადგილი –  კონსტატინე შანავა(2504) – 5 ქულა (-2,0);

VII ადგილი- მერაბ გაგუნაშვილი (2584) – 5 ქულა (-8,5);

VIII ადგილი – ნოდარ ლორთქიფანიძე (2416) – 3,5 ქულა (-1,0);

IX ადგილი – მერი არაბიძე   (2437) – 3,5 ქულა (-3,8);

X  ადგილი – შოთა აზალაძე (2439) – 0,5 ქულა (-24,7);

დებულება

ტექნიკური შედეგები