გამარჯვებულმა მარცხის გარეშე განვლო ასპარეზობა და 9-დან 7 ქულით დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი!
მეორე ადგილზე 9-დან 6 ქულით გიგა ყუფარაძე გავიდა!
9-დან 5 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
III – თორნიკე სანიკიძე
V – მერაბ გაგუნაშვილი.
პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდნენ.
ჩემპიონატის დახურვაზე მონაწილეები დააჯილდოვა და გამარჯვებულებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვა, ფიდეს განსაკუთრებულ საქმეთა დირექტორმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა!
მეცხრე ტურის შედეგები:
თუთისანი ½:½ კაჭარავა
ყუფარაძე ½:½ მაღალაშვილი
სანიკიძე ½:½ გაგაუნაშვილი
პეტრიაშვილი ½:½ პაიჭაძე
ნიგალიძე ½:½ მჭედლიშვილი
სატურნირო მდგომარეობა:
I – მიხეილ მჭედლიშვილი – 7 ქულა;
II – გიგა ყუფარაძე – 6 ქულა;
III – თორნიკე სანიკიძე – 5 ქულა;
IV – თორნიკე სანიკიძე – 5 ქულა;
V – მერაბ გაგუნაშვილი – 5 ქულა;
VI – ნიკოლოზ კაჭარავა – 4,5 ქულა;
VII – გაიოზ ნიგალიძე – 4 ქულა;
VIII – დავით მაღალაშვილი – 4 ქულა;
IX – ნიკოლოზ პეტრიაშვილი – 3 ქულა;
X – ნოე თუთისანი – 1,5 ქულა
ჭადრაკის სასახლეში დასრულებული საქართველოს ვაჟთა 82-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდა, საიდანაც გამარჯვებულს 10 000 ლარი შეხვდა. ხოლო საპრიზო სამეულში გასული მონაწილეებმა ევროპის ვაჟთა პირადი ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს.