მსოფლიოში გამეფებულმა პანდემიამ ყველა ქვეყანა და სფერო მოიცვა, გამონაკლისს არც სპორტი შეადგენს.
ერთი წლით გადაიდო ზაფხულის ოლიმპიადა, გადაიდო და გაუქმდა უამრავი ჩემპიონატი თუ საერთაშორისო ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაც.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ, სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით გადადო 2020 წლის კალენდრით გათვალისწინებული გარკვეული ტურნირები.
თუმცა, მოჭადრაკეებმა გამოსავალი მოძებნეს და ონლაინ სივრცეში გადაინაცვლეს. საჭადრაკო პლატფორმებზე ‘chess.com’,chesss24.com , playchess.com ტარდება უამრავი შეჯიბრი სხვადასხვა დროის კონტროლით, სხვადასხვა დონის მოჭადრაკეებსა თუ უბრალოდ მოყვარულებს შორის.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ყველაზე პოპულარულ საჭადრაკო პლატფრომაზე ‘chess.com’ საკუთარი ჯგუფი ‘Georgian Chess Federation’ შექმნა და აქტიურად მართავს ტურნირებს სწრაფ ჭადრაკში ყოველდღიურ რეჟიმში.
ფედერაციამ, კომპანია ‘სოკარის’ მხარდაჭერით, საქართველოს პირველი ონლაინ ჩემპიონატი ჩაატარა ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკეების მონაწილეობით.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ამხანაგურ მატჩში დიდი ანაგრიშით დაამარცხა ბერძენი და რუმინელი თანატოლები!
ჩვენი მწვრთნელები ონლაინ რეჟიმში სრული დატვირთვით აგრძელებენ საწვრთნელ პროცესს.
ფედერაციის ინიციატივით სტარტი აიღო საქველმოქმედო მარათონმა:
‘ქართული ჭადრაკი VS COVID19’ დევიზით ‘ითამაშე ჭადრაკი – დაეხმარე სამშობლოს’!
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აქტიურად მონაწილეობდა 2020 წლის ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტის – ‘ტელესკოლა’ მუშაობაში. ყოველ შაბათ-კვირას ‘ტელესკოლის’ მსმენელებს შეუძლიათ საჭადრაკო ტელევიზიის ‘ჭადრაკიტვ’-ს მიერ მომზადებული ჭადრაკის გაკვეთილების საშუალებით უძველესი თამაშის შესწავლა.
მაგრამ მიუხედავად ონლაინ აქტივობებისა, ჭადრაკი მაინც ‘ცოცხალი’ თამაშია და იმედია მალე დავუბრუნდებით აქტიურ საჭადრაკო ცხოვრებას!
გისურვებთ ჯანმრთელობას!