8, 10, 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ბათუმი, 15 – 28 სექტემბერი, 2022 წელი
ინფორმაცია მოწვეული და დამატებითი მოჭადრაკეების შესახებ
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მოზარდ მოჭადრაკეთა სტიმულირების მიზნით, 5-5 საუკეთესო შედეგის მქონე, სულ 30 მოჭადრაკე, რომლებმაც 2022 წლის საქართველოს 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ჩემპიონატებზე დაიკავეს II-VI ადგილები, განიხილებიან როგორც მოწვეული მოჭადრაკეები და შესაბამისად, ყოველგვარი შესატანის გარეშე დაშვებული არიან მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატზე შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში.
აღნიშნული მოჭადრაკეების მშობლებმა 30 ივნისამდე წერილობით უნდა დაადასტურონ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა.
- მოჭადრაკეები, რომლებსაც არ აქვთ მოწვეულის სტატუსი, განიხილებიან როგორც დამატებითი მოჭადრაკეები.
- დამატებითმა მოჭადრაკეებმა უნდა შეავსონ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა 2022 წლის 15 ივლისამდე და გააგზავნონ საკონტაქტო პირთან.
- დამატებითმა მოჭადრაკეებმა უნდა ჩარიცხონ საბანკო ანგარიშზე ფიდეს შესატანი – 140 ევრო და ჩემპიონატის სარეგისტრაციო შესატანი – 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (ეროვნული ბანკის კურსით).
- გადახდის ბოლო ვადაა 2022 წლის 18 ივლისი. გადახდის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი უნდა გადაეგზავნოს საკონტაქტო პირს 2022 წლის 18 ივლისის 18:00 – მდე.
- 2022 წლის 18 ივლისის 18:00 შემდეგ მოჭადრაკეების რეგისტრაცია სრულად შეწყდება და არანაირი განაცხადი არ მიიღება.
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია არ გასცემს სასპონსორო წერილებს დაფინანსების მოთხოვნით.
საკონტაქტო პირი – ალექსანდრე არსენიძე
ტელ: 599 92–96–87; ელ-ფოსტა: a.arsenidze1973@gmail.com