სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ონლაინ-პირველობამ სწრაფ ჭადრაკში. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი მსოფლიოს საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის ‘ფიდე’ ვიცე-პრეზიდენტის აკაკი იაშვილის პატრონაჟით ტარდება.

ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ქვეყნის ჩემპიონატი გახლდათ, საიდანაც გამარჯვებულები კონტინენტების პირველობებზე ასპარეზობენ. ხოლო, კონტინენტის ჩემპიონატებიდან საუკეთესოები კი დასკვნით ეტაპზე – მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

შეჯიბრი შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში:10;12;14;16;18 წლამდე, გოგონათა და ჭაბუკთა შორის ტარდება. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 10 წუთი, 3 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.
ევროპის ჩემპიონატზე 46 ქვეყნის 570 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის საქართველოს 18 წარმომადგენელი.
3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ:
ნიკოლოზ კაჭარავა და ანასტასია კირთაძე. 2,5 ქულით ლიდერთა შორის იმყოფება მარიამ გვათუა.
ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი
ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები
U10
ანდრია კვირიაშვილი – 2 ქულა;
გაბრიელ გაბადაძე – 1 ქულა;
დათა ყალაბეგაშვილი – 2 ქულა;
დავით თათვიძე – 2 ქულა;
კესარია მგელაძე – 1,5 ქულა;
U12
ლუკა კილაძე – 2 ქულა;
დავით ნემსაძე – 2 ქულა;
ანასტასია კირთაძე – 3 ქულა;
მარიამ გვათუა – 2,5 ქულა;
U14
ვასიკო შაპოვალოვი – 0,5 ქულა;
ლიზი ქონიაძე – 0,5 ქულა;
U16
ნიკოლოზ კაჭარავა – 3 ქულა;
აკაკი ყალიჩავა – 1,5 ქულა;
ნია დონღვანი – 1,5 ქულა;
დიანა ლომაია – 2 ქულა;
ელენე წოწონავა – 2 ქულა;
U18
ნიკოლოზ პეტრიაშვილი – 2 ქულა;
ეკატერინე ფიფია – 1,5 ქულა.