12 ივლისიდან, რუსეთის ქალაქ სოჭში სტარტს აიღებს მსოფლიოს თასის გათამაშება ქალთა და ვაჟთა შორის.
ასპარეზობაზე საქართველოს სახელით 7 მოჭადრაკე იასპარეზებს.
ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი,ბელა ხოტენაშვილი,ბაადურ ჯობავა, ლუკა პაიჭაძე და ლევან ფანცულაია.
ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაში 206 მოთამაშე იასპარეზებს, მათ შორისაა მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი!
ორი საუკეთესო 8 კაციან კანდიდატთა ტურნირის საგზურს მოიპოვებს, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს ჩემპიონს მაგნუს კარლსენს შეხვდება.
საპრიზო ფონდი 1 892 500$ შეადგენს, პირველ ადგილზე გასული 110 ათასით დაჯილდოვდება, ხოლო მეორე ადგილი 80 000$
ქართველი ვაჟები გათამაშების პირველი წრიდან იასპარეზებენ და მათი მეტოქეები იქნებიან:
ბაადურ ჯობავა – აბხიმანი მიშრა (აშშ)
ლევან ფანცულაია – ჯახონგირ ვახიდოვი (უზბეკეთი)
პაიჭაძე ლუკა- შამშიდინ ვოხიდოვი (უზბეკეთი)
ქალთა შორის 103 მონაწილეა და ქართველი ქალები მეორე წრიდან ჩაერთვებიან გათამაშებაში.ხოლო, ქალთა ასპარეზობის საპრიზო ფონდი
67 6250$ შეადგენს და გამარჯვებული 50 ათასით დაჯილდოვდება.
ასევე, ქალთა მსოფლიო თასის სამი საუკეთესო მონაწილე პრეტენდენტთა ტურნირის საგზურს მოიპოვებს.