ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე ფიდეს ქალთა გრან- პრის მეორე ეტაპის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

ასპარეზობა გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება და პირველ  ტურში ქართველი დიდოსტატის მეტოქე  ყაზახეთის წარმომადგენელი ჟანსაი აბდუმალიკი იქნება.

ნანა ძაგნიძის გარდა ტურნირის მონაწილეთა შორის არიან: ანა და მარია მუზიჩუკები (ორივე უკრაინა); ჰამპი კონერუ, ჰარიკა დრონოვალი (ორივე ინდოეთი); ტან ჟონგი და ჟუ ჯინერი (ორივე ჩინეთი); ელიზაბეტ პეტცი და დინარა ვაგნერი (ორივე გერმანია); ალინა კაშლინსკაია (პოლონეთი); ალექსანდრა კოსტენიუკი (ფიდე); ჟანსაი აბდუმალიკი (ყაზახეთი).

ქალთა გრან-პრის გათამაშებაში სულ 17 ქალი-მოჭადრაკე მონაწილეობს და თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 000 ევროა, საიდანაც გამარჯვებულის წილად 15 000 მოდის.

ფიდეს ქალთა გრან-პრის სერიის ფარგლებში 4  ეტაპი გაიმართება და აქედან 3 ტურნირშია სავალდებულო თამაში თითოეული მონაწილისთვის.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი: