ბრწყინვალე იასპარეზა ნიკოლოზ კაჭარავამ იტალიაში დასრულებულ მსოფლიო ჩეპიონატზე 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის!

ასპარეზობამდე და ჩემპიონას მსვლელობის დროს ქართველი მოჭადრაკის მწვრთნელი – საერთაშორისო დიდოსტატი მიხეილ მჭედლიშვილი გახლდათ!

ნიკამ 11-დან 8 ქულა დააგროვა, I-V ადგილი გაინაწილა, 20 ქულა რეიტინგი მოიმატა და დიდოსტატობის მორიგი ბალიც შეასრულა!

ქართველი მოჭადრაკე მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და მხოლოდ მეცხრე ტურში განცდილმა დასანანმა მარცხმა დააკარგინა ჩემპიონის ტიტული.

კარგად ითამაშეს ჩემპიონატის დანარჩენმა ქართველმა მონაწილეებმაც.

ნიკოლოზ პეტრიაშვილმა 6,5 ქულა დააგროვა და  სარეიტინგო 13 ქულა მოიმატა, ხოლო კატო ფიფიამ 11-დან 6 ქულით 26 ქულა შემატა საკუთარ რეიტინგს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი წარმატებისთვის მხოლოდ ორჯერ აქვთ მიღწეული ქართველ მოჭადრაკეებს: 2000 წელს- ზვიად იზორია გავიდა მესამე ადგილზე, ხოლო 2001 წელს მერაბ გაგუნაშვილი გახდა ვერცხლის პრიზიორი!