დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის ელვისებურ ჭადრაკში
5 – 7 დეკემბერი 2021 წ.
ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37ა
- ორგანიზატორები:
1.1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
1.2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ტურნირები:
- ღია ტურნირი;
- ქალთა ტურნირი.
- ღონისძიების მართვა:
- საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს
ღონისძიებების სუპერვაიზერს(ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი).
- სათამაშო წესები:
4.1. დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
4.2. ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 13 ტურად.
4.3. დაითვლება ფიდეს რეიტინგი ბლიცში.
- ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:
- ღია ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ:
5.1.1. 2021 წლის საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებს;
5.1.2. მოჭადრაკეები რეიტინგით სტანდარტში 2200 და მეტი (ფიდეს 01.12.2021წ რეიტინგ-სიით).
- ქალთა ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ:
5.2.1. 2021 წლის საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებს;
5.2.2. მოჭადრაკეები რეიტინგით სტანდარტში 2000 და მეტი (ფიდეს 01.12.2021წ რეიტინგ-სიით);
- ღია და ქალთა ტურნირებში დაიშვებიან 16, 18 და 20 წლამდე 2021 წლის საქართველოს ჩემპიონები;
- ტურნირში მონაწილეობის უფლების მქონე მოჭადრაკეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა
დაადასტურონ არაუგვიანეს 5 დეკემბრისა 18:00სთ. ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –
n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83 ;
- მონაწილეთა ცხოვრების, კვების და გზის თანხებს იხდის მიმავლინებელი ორგანიზაცია.
- ტურნირების განრიგი:
ტური | რიცხვი | დრო |
ჩამოსვლის / რეგისტრაციის დღე | 5 დეკემბერი | |
გახსნა | 6 დეკემბერი | 14:30 |
I – VII ტური | 6 დეკემბერი | 15:00 |
VIII – XIII ტური | 7 დეკემბერი | 15:00 |
დახურვა | 7 დეკემბერი | 17:00 |
- გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება:
7.1. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა) ურთიერთშორის შეხვედრა;
ბ) ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
გ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
დ) შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
ე) მოგებების მეტი რაოდენობით.
7.2. ღია და ქალთა ტურნირებში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან
ნინო გურიელის სახელობის თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
- საპრიზო ფონდი:
8.1. ძირითადი პრიზი – 6000 ლარი:
ტურნირი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
ღია ტურნირი | 1200 | 800 | 500 | 300 | 200 |
ქალთა ტურნირი | 1200 | 800 | 500 | 300 | 200 |
8.2. ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად;
8.3. თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.
– პრიზების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
- საერთო წესები:
9.1. ტურზე დაგვიანების დრო – 3 წუთი.
9.2. ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში უფლება აქვს
გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია
წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი,
რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
9.3 კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და
ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო დიდოსტატი – ნინო გურიელი
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა