ონლაინ საჭადრაკო ტურნირი
”ნონა გაფრინდაშვილის თასი-2020”
3 – 15 ნოემბერი 2020 წ.
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
- ორგანიზატორები:
1.1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
1.2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ტურნირები:
2.1. ღია ტურნირი (I ეტაპი, II ეტაპი, ფინალი);
2.2. ქალთა ტურნირი (I ეტაპი, II ეტაპი, ფინალი).
- ჩატარების ვადები და ადგილი: 03.11-15.11. 2020 წ. ონლაინ პლატფორმა www.tornelo.com
- სათამაშო წესები:
4.1. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით..
4.2. I და II ეტაპის ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. ფინალური ტურნირები ოლიმპიური სისტემით;
- ტურნირებში მონაწილეობა:
5.1. ღია ტურნირის I ეტაპზე მონაწილეობა შეუძლიათ 2000< ფიდეს რეტინგის (სტანდარტი) მქონე მოჭადრაკეებს;
5.2. ღია ტურნირის II ეტაპზე მონაწილეობა შეუძლიათ 2001> ფიდეს რეტინგის (სტანდარტი) მქონე და I ეტაპზე 1-20 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;
5.3. ღია ტურნირის ფინალში მონაწილეობა შეუძლიათ II ეტაპზე 1-16 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;
5.4. ქალთა ტურნირის I ეტაპზე მონაწილეობა შეუძლიათ 1900< ფიდეს რეტინგის (სტანდარტი) მქონე მოჭადრაკეებს;
5.5. ქალთა ტურნირის II ეტაპზე მონაწილეობა შეუძლიათ 1901> ფიდეს რეტინგის (სტანდარტი) მქონე და I ეტაპზე 1-15 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;
5.6. ქალთა ტურნირის ფინალში მონაწილეობა შეუძლიათ II ეტაპზე 1-16 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს;
- რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
6.1. I და II ეტაპის ტურნირების მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ შევსებული
სარეგისტრაციო ფორმა (თან ერთვის), პირადობის მოწმობის ასლი, საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის
დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის 1 ნოემბრის 18.00 საათამდე: ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა –
n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე – https://forms.gle/Q6LKyLNh4VWQJWf29
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 1 ნოემბრის 18.00 საათი.
6.2. სატურნირო შესატანი:
- I და II ეტაპის ტურნირებში – 50 ლარი;
- საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანისგან;
- მოჭადრაკე სატურნირო შესატანს იხდის მხოლოდ ერთ-ერთ ეტაპზე მონაწილეობისათვის, ანუ
მომდევნო ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში არ იხდის.
- ღია და ქალთა ტურნირების განრიგი:
7.1. I და II ეტაპის ტურნირები: