საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გაბრიელ გაბადაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს განვლილ ასპარეზობაზე და ნათამაშები პარტიებიც განიხილეს.
გაბრიელის პირველი მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილია, რომელიც დღემდე ხელმძღვანელობს მის სამწვრთნელო პროცესს.
ქუთაისელმა მოჭადრაკემ, ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის II ადგილი დაიკავა.
ვერცხლი მედალთან ერთად გაბრიელმა 103 ქულა რეიტინგიც მოიმატა!
აღსანიშნავია, რომ გაბადაძემ წლევანდელი ევროპის წლის სასკოლო ჩემპიონატის (10 წლამდე) ვერცხლის პრიზიორი და
საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია თანატოლთა შორის.