საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის მონაწილეებმა დისტანციის ორი მესამედი გაიარეს და საჭადრაკო ბრძოლები  სულ უფრო და უფრო მწვავდება. დღევანდელ ტურში მხოლოდ ერთი პარტია დასრულდა ყაიმით.  

ჩემპიონატს 4,5-4,5 ქულით: ბაციაშვილი,გვეტაძე და ხოტენაშვილი ლიდერობენ.

მეექვსე ტურის შედეგები:

ხოტენაშვილი(2458) 1: 0  მელია (2370)

ხომერიკი (2319)  ½ : ½    არაბიძე (2428)

ვახანია (2138) 0 : 1 ჯავახიშვილი (2475)

წოწონავა (2012) 0 : 1 ბაციაშვილი  (2457)

გვეტაძე (2308)  1 : 0 ხუხაშვილი (2339)

მეშვიდე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

ხუხაშვილი (2339) –  ხოტენაშვილი(2458) 

ბაციაშვილი  (2457) –  გვეტაძე (2308)

ჯავახიშვილი (2475) – წოწონავა (2012)

არაბიძე (2428)   – ვახანია (2138)

მელია (2370)  –  ხომერიკი (2319) 

სატურნირო მდგომარეობა:

1. ბაციაშვილი -4,5 ქულა;

2. გვეტაძე    –  4,5 ქულა;

3. ხოტენაშვილი – 4,5 ქულა;

4. არაბიძე  –  4  ქულა;

5. ჯავახიშვილი – 3,5 ქულა;

6. ხუხაშვილი – 3 ქულა;

7. მელია – 2,5 ქულა;

8. ხომერიკი – 2,5 ქულა;

9. ვახანია – 1 ქულა;

10. წოწონავა – 0 ქულა.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 30 ივლისამდე გასტანს და მისი საპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენს. ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის 9 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.

ჩემპიონატის მონაწილეებიდან ყველაზე მეტჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ლელა ჯავახიშვილი ფლობდა. ლელამ, 4-ჯერ (2001;2007;2014;2016წწ.) გაიმარჯვა ქვეყნის მთავარ ტურნირში.

ორჯერ გახდნენ ჩემპიონები: ბელა ხოტენაშვილი (2012;2017) და ნინო ბაციაშვილი (2015;2018). ხოლო, სალომე მელია (2010) და მერი არაბიძე (2019) თითოჯერ ფლობდნენ ჩემპიონის ტიტულს.