ნიკოლოზ პეტრიაშვილის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა რიგით მე-12 საკვირაო ტურნირი! პეტრიაშვილმა 7-დან 6 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ დავით მაღალაშვილს. მესამე საპრიზო ადგილზე 4,5 ქულით გიგა ყუფარაძე განთავსდა.
ქალთა შორის 4 ქულით საუკეთესო შედეგი მერი არაბიძემ დააფიქსირა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 280 ლარს შეადგენდა.