ნიკოლოზ პეტრიაშვილის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის!
გამარჯვებულმა 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთი პარტია დაასრულა ყაიმით და დანარჩენ რვა პარტიაში უშანსოდ დაამარცხა მეტოქეები! პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურთან ერთად უმაღლეს ლიგაშიც მოიპოვა საგზური.
გამარჯვებულს ორი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
2.გიორგი წანაწყენიშვილი
3.ნიკოლოზ დარსაძე
გოგონათა შორის დაძაბული ბრძოლის შემდეგ პირველობა კატო ფიფიამ და ნია დონღვანმა გაინაწილეს. თუმცა, უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური კატო ფიფიამ მოიპოვა.
ხოლო მესამე ადგილზე 6 ქულით ანასტასია კირთაძე გავიდა.