როტარი კლუბმა ‘რუსთავი საერთაშორისო’ როტარი კლუბთან მოდიინ (ისრაელი) ქვეყნებს შორისი კომიტეტის ისრაელი-საქართველო ფარგლებში პირველი მეგობრული საჭადრაკო ტურნირი ჩაატარა.

ტურნირი ჩატარდა 2021 წლის 28 თებერვალსა და 1 მარტს. ტურნირის დამფუძნებლები არიან ისრაელი-საქართველო ქვეყნებსშორის კომიტეტის ხელმძღვანელები ისრაელიდან ზოჰარ დვირი და საქართველოდან პავლე თვალიაშვილი.

ასპარეზობა მონაწილეობა მიიღო 80-მდე მონაწილემ. მათგან 5-5 თითო ქვეყნიდან გადავიდა ფინალში, სადაც ერთმანეთს ქვეყნები შეეჯიბრნენ. როტარი საერთაშორისოს 2021-2014 წლების დირექტორმა გიდეონ ფეიფერმა ფინალის 10-ვე მონაწილეს, ორგანიზატორებსა და მსაჯებს გადასცა სპეციალური სერტიფიკატი, დასტურად, რომ მათ სახელზე ისრაელში, უდაბნოში გაშენებულ პოლ ჰარისის სახელობის ტყეში დარგვება ხე.

ზოჰარ და თინა დვირებმა ოჯახის ფონდიდან 10-ვე ფინალისტისთვის გამოყვეს ფულადი ჯილდო 5000 შეკელი.

2021 წლის 11 მარტს 17:00 სთ-ზე საქართველოს ახალგაზრდული სააგენტოს დარბაზში გაიმართა საქართველოს გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, რომელსაც დაესწრო: ლეგენდარულ ქართველ ქალ მოჭადრაკთა გუნდის წევრი ნანა იოსელიანი, ისრაელის ელჩი რან გიდორი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინა კაპანაძე, როტარის საქართველო-უკრაინის ქვეყნებსშორის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ხატიაშვილი დაროტარი კლუბის თბილისი ამბასადორის პრეზიდენტი ივეტა ჭელიშვილი.

გამარჯვებულებს ონლაინ რეჟიმში მიესალმა როტარის ისრაელ-საქართველოს ქვეყნებსშორის კომიტეტის ხელმძღვანელი, მოდიინის როტარი კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ზოჰარ დვირი,