საერთაშორისო დიდოსტატმა, გიგა ყუფარაძემ პირველობა გაინაწილა ჰიკარუ ნაკამურასთან ერთად საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘chess.com”’ გამართულ ‘ Titled Tuesday Blitz’!

აღსანიშნავია, რომ მათი შეხვედრა ყაიმით დასრულდა!

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 60 ქვეყნის 502 წოდებიანი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

პარტიები შემდეგი რეგლამენტით მიმდინარეობდა:3 წუთი+2 წამი პირველივე სვლიდან.

ტურნირი ყოველ სამშაბათს იმართება და ვირტუალურ საჭადრაკო სივრცეში ყველაზე წარმომადგენლობითია.

მასში მონაწილეობა მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

I ადგილი – -ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – 9,5 ქულა

II ადგილი – გიგა ყუფარაძე – 9,5 ქულა

III ადგილი -სერგეი ჟიგალკო (ბელარუსი) – 9 ქულა.

ტექნიკური შედეგები