15.05-22.05. 2021 წ.  ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ ა                                                                                                                                            1. სისტემა:ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.                                                                                                     აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.                                                                            

  2.დროის კონტროლი: თითოეულს მიეცემა 25 წუთი. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 5 წმ. დამატებით. 

3.კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.                                                                                                                      4.მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის ფედერაციის   წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ.                                                                                                                             5.რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ   სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/eSTFqJvJbXRj73kE9 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:  1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) თბილისის  ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.                                                                                                                     რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 14 მაისის 18:00 სათი.    ნატა  ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com   მობ:  558 11 86 83

     თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:

     სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22

     ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000

სატურნირო შესატანი:  20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები           განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან.

 6. თაი- ბრეიქი:    ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

7. ტურნირის განრიგი:

ტურიდღესაათი
ვებინარი და ტესტ ტურნირი15 მაისი16:00
გახსნა16 მაისი18:00
I ტური16 მაისი18:00
II ტური17 მაისი18:00
III ტური18 მაისი18:00
IVტური19 მაისი18:00
Vტური20 მაისი18:00
VI ტური21 მაისი18:00
VII ტური22 მაისი18:00
საბოლოო შედეგების გამოქვეყნება23 მაისი18:00

8. დაჯილდოვება:

I ადგილითასი, მედალი, სიგელი
II ადგილიმედალი, სიგელი
III ადგილიმედალი, სიგელი
  • საერთო წესები:

– ტურის დაწყებიდან 25 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

– მოჭადრაკეები, ტურნირის მსვლელობის დროს, საკუთარი სახელითა და გვარით სრულად უნდა   ჩაერთონ ვიდეო ჯგუფში აპლიკაცია Zoom-ის გამოყენებით. მოჭადრაკეები Zoom-ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული, როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom-ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული ფოტოზე აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ მკაფიოდ უნდა  ჩანდეს მოჭადრაკე, კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია, ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom-ის საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე. მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან, თუ ვერ აკმაყოფილებს Zoom-თან დაკავშირებულ მოთხოვნებს;

50_Untitled-1

– მთავარ მსაჯს უფლება აქვს მონაწილეს მოთხოვოს დამატებით მეორე ვიდეო კამერის ჩართვა.

– არანაირი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში, გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom-ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი);

– მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება სხვა პირი;

– კომპიუტერში რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს, უნდა იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი, გარდა Zoom-ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა;

– მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში, ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული დროიდან;

– რეკომენდებულია სათამაშო კომპიუტერის ინტერნეტთან კაბელით დაკავშირება;

– განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის ან ონლაინ პლატფორმის გლობალური პრობლემების გამო, მთავარ მსაჯს აქვს უფლება, გადადოს ტური.

  1. სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:

– მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან, თუ მსაჯები Zoom-ში აღმოაჩენენ, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით;

– ჩემპიონატის მსვლელობის დროს, პარტიების მონიტორინგს სამართლიანი თამაშის წესების დაცვაზე, განახორციელებს ღონისძიების სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ქართველი და უცხოელი კვალიფიციური სპეციალისტებით;

– სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია დააკვირდება თითოეულ პარტიას და  ტურნირის მსვლელობის დროს აცნობებს მთავარ მსაჯს სამართლიანი თამაშის ნებისმიერი წესის დარღვევის შესახებ;

– სამართლიანი თამაშის წესების კომისიის მტკიცებულებების და გარე წყაროებიდან მიღებული დაზუსტებული ინფორმაციების საფუძველზე მთავარ მსაჯს უფლება აქვს წესების დამრღვევი მოჭადრაკე მოხსნას ტურნირიდან. მას ყველა პარტიაში ჩაეთვლება წაგება;

– სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება მოჭადრაკის ტურნირიდან მოხსნის შესახებ საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას;

– სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო ჩემპიონატიდან მოხსნილი მოჭადრაკეების 1 წლით დისკვალიფიკაციის მიცემის საკითხი გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ფიდეს შესაბამის კომისიას. ასევე მის მწვრთნელს მიეცემა შესაბამისი მითითება / გაფრთხილება.

  1. სააპელაციო კომიტეტი:

– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გააპროტესტოს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად თბილისის ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება;

– გასაჩივრებას არ ექვემდებარება: კომპიუტერული კენჭისყრის შედეგები, სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის, ინტერნეტთან და სხვა პირად ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მთავარი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

  1. სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

  – ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმაზე – www.tornelo.com

– მონაწილეებისათვის ტექნიკური საკითხების გასაცნობად გაიმართება ვებინარი და ტესტ პარტიები:

15 მაისი 16:00 საათი. Zoom-ის ბმული – https://us02web.zoom.us/j/85985967796?pwd=cS9ETkZSM291RDlIaGUwTlJyYk5ydz09

ვებინარზე სავალდებულოა მონაწილეების, მათი მშობლებისა და მწვრთნელების დასწრება.

ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი – საერთაშორისო ორგანიზატორი  ზურაბ მიქაძე     

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – დათო კოდუა