17 ოქტომბერი, 1962 წელი – ქართული ჭადრაკის ოქროს ხანის დასაწყისი!!!
ამ დღეს ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა!!!
1962 წლის 17 ოქტომბერს ნონა გაფრინდაშვილმა ელიზავეტა ბიკოვასთან ითამაშა და 21 წლის გოგონა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართული ჭადრაკის ისტორიაში ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალი. მას შემდეგ ნონამ მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ოთხჯერ იზეიმა.
ნონა გაფრინდაშვილი
1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული
1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები
პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი – 1983 წელი
ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდოს ‘ოქროს პაიკი’ მფლობელი
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი