ქართულმა დელეგაციამ მესამე გუნდური ადგილი დაიკავა! პირველ ადგილზე თურქეთის, ხოლო მეორეზე ინგლისის ნაკრები გავიდა.

ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 6 ასაკობრივ კატეგორიაში:07;09;11;13;15;17წლამდე, 12 ტურნირად  გაიმართა, ხოლო

ქართველი მოზარდები მხოლოდ 3 ასაკობრივ კატეგორიაში: 09;11;13 წლამდე მონაწილეობდნენ და ამით ერთგვარად საკმაოდ დიდი ფორა მისცეს მეტოქეებს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ჩვენი მოზარდი დასკვნით ტურამდე  იბრძოდა საპრიზო სამეულისთვის და ყველა მათგანი საუკეთესო ათეულში განთავსდა. ქართველი ბავშვებისთვის უფრო რთული იყო თამაში, ევროპელ თანატოლებთან შედარებით რომელთაც უფრო ადრე დაიწყეს ‘ცოცხალ’ რეჟიმში ასპარეზობა.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 2020 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა ხელმძღვანელობს და შედეგიც სახეზეა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი ბავშვების პირადი მწვრთნელების ღვაწლი.

გიგა ყუფარაძის, დავით მაღალაშვილის,ნიკოლოზ მანაგაძის, ნოდარ ლორთქიფანიძის,გოჩა თორიას, გიორგი ტყეშელაშვილის და ინგა კიკვიძის.

საბოლოო სატურნირო შედეგები:

U9 გოგონები;

 ბარბარე შონია (მწვრთნელი გოჩა თორია) – III ადგილი, 6 ქულა;

ბარბარე ჭიოკაძე (მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – VII ადგილი, 5 ქულა;

U11 გოგონები;

ანასტასია ქუთათელაძე (მწვრთნელი ინგა კიკვიძე) – III ადგილი, 6,5 ქულა;

U13 გოგონები –

ანასტასია კირთაძე (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე) – I ადგილი, 8,5 ქულა;

მარიამ ცეცხლაძე –  (მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) II ადგილი, 6,5 ქულა;

კესარია მგელაძე  (მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე; ნოდარ ლორთქიფანიძე) – III ადგილი, 6 ქულა;

U9 ღია –

ნიკა წულაია (მწვრთნელი დიმიტრი კვარაცხელია) –  VIII ადგილი, 5 ქულა;

U11 ღია –

გაბრიელ გაბადაძე (მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი) -II ადგილი, 6 ქულა;

დავით თათვიძე  (მწვრთნელი ნოდარ ლორთქიფანიძე) – VI ადგილი, 5,5 ქულა;

დათა ყალაბეგაშვილი (მწვრთნელი ვანო მინდორაშვილი) -IX ადგილი, 5 ქულა;

 გაგა გვასალია (მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – V ადგილი, 5,5 ქულა;

U13 ღია –

 ერეკლე ტაბატაძე (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი; ზურაბ სტურუა) – IV ადგილი, 6,5 ქულა;