აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქვემო სილეზიის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციათა თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა საჭადრაკო ფესტივალი კრისტინა რადზიკოვსკას მემორიალი.
მემორიალის ფარგლებში ჩატარდა მოზარდთა საერთაშორისო ტურნირი ქართველი ნორჩ მოჭადრაკეების მონაწილეობით. 82 მოზარდის მონაწილეობით გამართული ტურნირი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ქართველი ბავშვების ტრიუმფით დასრულდა!
საერთო ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმო დავით ნემსაძემ ,ხოლო მესამეზე დენიელ საფაროვი გავიდა

ტექნიკური შედეგები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:

13,14 წლამდე ჭაბუკები:
I ადგილი – დენიელ საფაროვი
II ადგილი – ვასიკო შაპოვალოვი

13,14 წლამდეგოგონები:
I ადგილი – მარიამ სიჭინავა
III ადგილი – ლიზი ქონიაძე

11,12 წლამდე ჭაბუკები:
I ადგილი – დავით ნემსაძე
III ადგილი – ნიკოლოზ შამათავა

11,12წლამდეგოგონები:
I ადგილი – ანასტასია კირთაძე
II ადგილი – ლულუ დიასამიძე

10,9 წლამდე ჭაბუკები:
I ადგილი – ერეკლე ტაბატაძე
II ადგილი – ანდრია კვირიაშვილი

 10,9 წლამდეგოგონები:
I ადგილი – მარიამ კალანდაძე
II ადგილი – მართა ძნელაძე
III ადგილი – კესარია მგელაძე

8,7 წლამდებიჭები:
I ადგილი – ლუკა ქუნთელია
II ადგილი – გაბრიელ გაბადაძე

8,7 წლამდეგოგონები:
I ადგილი – ანასტასია ქუთათელაძე
II ადგილი – ლიზია უგულავა
III ადგილი – ანეტა კედელიძე