საქართველოს ქალთა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პირველ ეტაპზე და ‘B’ ქვეჯგუფში დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე 8 სამატჩო ქულით.
ერთი ქულით ნაკლები დააგროვეს: უკრაინის და ყაზახეთის გუნდებმა. ხოლო, ქვეჯგუფიდან გამსვლელი მეოთხე საგზური – სამი ქულით და უკეთესი მაჩვენებლებით ფიდეს ამერიკის გუნდმა დაისაკუთრა.
მეოთხედფინალში 2 მატჩი გაიმართება 45-წუთიანი კონტროლით, თამაშების ფრედ დასრულების შემთხვევაში კი დამატებითი მატჩი ელვისებურ ჭადრაკში – 3წუთი+2 წამი პირველივე სვლიდან.
ნოკაუტ- მატჩებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ნახევარფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ შემდეგი გუნდები:
რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია- ამერიკის ქვეყნები
უკრაინა – სომხეთი
საქართველო – აზერბაიჯანი
ინდოეთი – ყაზახეთი.
ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები:
ნანა ძაგნიძე (2455) -3 ქულა (5-დან)
ნინო ბაციაშვილი (2371)- 4 (5)
მერი არაბიძე (2434) – 2 (4)
ლელა ჯავახიშვილი (2364) – 3(4)
სალომე მელია (2271)- 1,5 (2)1