მსოფლიო თასის გათამაშებაშის ფარგლებში გამართულ ევროპის ჰიბრიდულ შესარჩევ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა!
საქართველოს ნაკრების წევრებმა: ბაადურ ჯობავამ და ლუკა პაიჭაძემ სოჭში დაგეგმილი მსოფლიო თასის გათამაშების საგზური მოიპოვეს!
ბაადურ ჯობავამ შესარჩევ ტურნირის მინი მატჩებში დაამარცხა: ფროდე ელნესი (ნორვეგია;2459), ფილიპ პანჩევსკი (მაკედონია;2519), სიმონ გუმულარზი (პოლონეთი;2517).
ლუკა პაიჭაძის მიერ დამარცხებულთა შორის არიან: ევროპის 2019 წლის ჩემპიონი ივან შარიჩი(ხორვატია;2645) ემილ რისტევსკი (მაკედონია;2395),ვოიტეხ პლატი (ჩეხეთი;2556).
მსოფლიო თასის გათამაშება, რუსეთის ქალაქ სოჭში, 12 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტომდე გასტანს.