ისლანდიის დედაქალაქში დასრულებულ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა!
მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ვაჟთა შორის ლუკა პაიჭაძემ!
საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული ლევან ფანცულაია კი პირველი კანდიდატია მსოფლიო თასის მონაწილეთა სათადარიგო სიის და სავარაუდოს 2022 წლის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა შეასრულა ნიკოლოზ კაჭარავამ.
ამასთანავე ჩვენმა მოჭადრაკეებმა საკუთარ ელო-რეიტინგსაც საკმაოდ შემატეს სარეიტინგო ქულები.
გიგა ყუფარაძე- 19 ქულა;
კაჭარავა – 16 ქულა.
პაიჭაძე – 13 ქულა;
ფანცულაია – 12 ქულა;
აღსანიშნავია, რომ ქართველი მოჭადრაკეები პირველივე ტურებიდან ლიდერთა ჯგუფში იმყოფებოდნენ და იბრძოდნენ მსოფლიო თასის საგზურებისათვის.