დღეიდან, რიგაში სტარტი აიღო საჭადრაკო სამყაროში ყველაზე ძლიერმა ტურნირმა შვეიცარიული სისტემით ‘GRANDSWISS 2021 ‘ვაჟთა ტურნირში I-II და ქალთა ტურნირში კი I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრეტედენტთა ტურნირის საგზურებს.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი 550 000$ შეადგენს.

შეჯიბრზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ: ბაადურ ჯობავა, ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია.