საბერძნეთის კუნძულ როდოსზე  დაიწყო ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11, 13, 15, 17 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ჩემპიონატზე მონაწილეობს 23 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 12 საქართველოს წარმომადგენელი.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე/30 წუთი პარტიის ბოლომდე/30წამიანი დამატებით,პირველივე სვლიდან

ქართველი მოზარდები შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში მონაწილეობენ:

U9 გოგონები – ბარბარე შონია და ბარბარე ჭიოკაძე

U11 გოგონები – ანასტასია ქუთათელაძე

U13 გოგონები – ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე და მარიამ ცეცხლაძე

U9 ღია – ნიკა წულაია

U11 ღია – გაბრიელ გაბადაძე, დავით თათვიძე, დათა ყალაბეგაშვილი, გაგა გვასალია

U13 ღია – ერეკლე ტაბატაძე.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩემპიონატი ქართველი ბავშებისთის პირველი საერთაშორისო ტურნირია ‘ცოცხალ’ ჭადრაკში ორწლიანი პანდემიური შესვენების  შემდეგ.