დ ე ბ უ ლ ე ბ ა
28-29 დეკემბერი 2022 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. ორგანიზატორები:
1.1. თბილისის ჭადრაკის ფედერაცია;
1.2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
2. ტურნირები:
2.1. ღია ტურნირი;
2.2. ქალთა ტურნირი.
3. ღონისძიების მართვა:
3.1.საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება
აქვს ღონისძიებების ორგანიზატორს.
4. სათამაშო წესები:
4.1. დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
4.2. ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
4.3. დაითვლება ფიდეს რეიტინგი ბლიცში.
5. ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:
5.1. ტურნირში დაიშვება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი.
5.2. მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/tPVa6fWFVKnd4wCH6 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:
1) პირადობის მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი
დოკუმენტი; 3) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე
ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 დეკემბერი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
5.3. სატურნირო შესატანია 15 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000
5.4. სატურნირო შესატანისგან განთავისუფლებულნი არიან მოჭადრაკეები ფიდეს
შემდეგი წოდებებით: GM, IM, FM, WGM, WIM, WFM. ასევე სოციალურად
დაუცველები და მრავალშვილიანები (ოთხი ან მეტი შვილი).
5.5. მონაწილეთა ცხოვრების, კვების, გზის და სატურნირო შესატანის თანხებს იხდის
მიმავლინებელი ორგანიზაცია.
6. ტურნირის განრიგი:
ტური | თარიღი | დრო |
გახსნა | 29 დეკემბერი | 14.00 |
I ტური | 29 დეკემბერი | 14.00 |
II ტური | 29 დეკემბერი | |
III ტური | 29 დეკემბერი | |
IV ტური | 29 დეკემბერი | |
V ტური | 29 დეკემბერი | |
VI ტური | 29 დეკემბერი | |
VII ტური | 29 დეკემბერი | |
VIII ტური | 29 დეკემბერი | |
IX ტური | 29 დეკემბერი | |
დახურვა | 29 დეკემბერი |
7. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება:
7.1. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა) ურთიერთშორის შეხვედრა;
ბ) ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
გ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
დ) შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
ე) მოგებების მეტი რაოდენობით.
7.2. ღია და ქალთა ტურნირებში:
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით,
დიპლომებით და ფულადი პრიზებით;
II – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი
პრიზებით.
8. საპრიზო ფონდი – 2 200 ლარი.
ადგილი | ვაჟები | ქალები |
1 | 600 | 500 |
2 | 400 | 300 |
3 | 200 | 200 |
8.2. ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის
შესაბამისად;
8.3. თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.
– პრიზების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
9. საერთო წესები:
9.1. ტურზე დაგვიანების დრო – 3 წუთი.
9.2. ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში უფლება
აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე
ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან
დაუბრუნდება.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი,
ფიდეს საერთაშორისო ორგანიზატორი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.