დ ე ბ უ ლ ე ბ ა
28-30 ოქტომბერი, 2022 წ. ახალციხის მუნიციპალიტეტი, ქ. ვალე, კულტურის სასახლე
- ორგანიზატორები:
– ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია;
– საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
– სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაცია;
– შპს ვალე XXI;
– ქ. ვალეს ჭადრაკის სკოლა.
- ჩატარების ვადები და ადგილი:
28-30 ოქტომბერი 2022 წ. ახალციხის მუნიციპალიტეტი, ქ.ვალე, კულტურის სასახლე.
- ტურნირი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
- 8 წლის გოგონები (2014 წლის 1იანვრის შემდგომ დაბადებულნი)
- 8 წლის ჭაბუკები (2014 წლის 1 იანვრის შემდგომ დაბადებულნი)
- 10 წლის გოგონები (2012 წლის 1 იანვრის შემდგომ დაბადებულნი)
- 10 წლის ჭაბუკები (2012 წლის 1 იანვრის შემდგომ დაბადებულნი)
- 12 წლის გოგონები (2010 წლის 1 იანვრის შემდგომ დაბადებულნი)
- 12 წლის ჭაბუკები (2010 წლის 1 იანვრის შემდგომ დაბადებულნი)
- 16 წლის გოგონები (2006 წლის 1 იანვრის შემდგომ დაბადებულნი)
- 16 წლის ჭაბუკები (2006 წლის 1 იანვრის შემდგომ დაბადებულნი)
- მონაწილეები:
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალური ფედერაციების მიერ დაგენილი კვოტებით შერჩეული მოჭადრაკეები(თბილისი–3; იმერეთი–3; აჭარა–2; სამეგრელო–ზემო სვანეთი–2, დანარჩენი ფედერაციები – 1, თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში). სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, კვება) გაიღებენ თვით მონაწილენი, ან მომავლინებელი ორგანიზაციები.
- რეგისტრაცია:
რეგისტრაცია იწარმოებს 20–26 ოქტომბრის ჩათვლით. რეგიონალური ფედერაციების მიერ წარმოდგენილი ანკეტების შესაბამიად. ელ. ფოსტის მისამართია: chesssamcxe@gmail.com
- სატურნირო შესატანი:
სატურნირო შესატანია –30 ლარი.
7. სისტემა და დროის კონტროლი:
– ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
– კენჭისყრა გაიმართება კომპიუტერული პროგრამა SWISS MANAGER
– ტურნირის შედეგები განთავსდება შემდეგ საიტზე: chess-results.com (geo).
– აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
– თითოეულს 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.
8. თაი– ბრეიქი:
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილების გადანაწილება მოხდება შემდეგნაირად:
1. ბუჰგოლცი 1 უდაბლესის გამოკლებით; 2. პირადი შეხვედრა; 3. მოგებათა რაოდენობა; 4. პროგრესი, რეგრესის მეთოდით.
9. კვალიფიკაცია:
ტურნირში ფიდეს რეიტინგი არ დაითვლება.
10. ტურნირის განრიგი:
ტური | თარიღი | დრო |
რეგისტრაცია | 20–26 ოქტომბერი | |
ჩამოსვლის დღე | 28 ოქტომბერი | 10:00 საათიდან |
გახსნა | 28 ოქტომბერი | 15.30 |
I ტური | 28 ოქტომბერი | 16.00 |
II ტური | 28 ოქტომბერი | 18.00 |
III ტური | 29 ოქტომბერი | 11.00 |
IV ტური | 29 ოქტომბერი | 13.00 |
V ტური | 29 ოქტომბერი | 16:00 |
VI ტური | 30 ოქტომბერი | 11:00 |
VII ტური | 30 ოქტომბერი | 13:00 |
დახურვა | 30 ოქტომბერი | 16:00 |
11. პრიზები: საპრიზო ფონდი – 8 200 ლარი.
ტურნირი, კატეგორია | I ადგილი | II ადგილი | III ადგილი |
8 წლამდე გოგონები (2014 წ. დაბ.) | 300 | 200 | 100 |
8 წლამდე ჭაბუკები (2014 წ. დაბ.) | 300 | 200 | 100 |
10 წლამდე გოგონები (2012 წ. დაბ.) | 300 | 200 | 100 |
10 წლამდე ჭაბუკები (2012 წ. დაბ.) | 300 | 200 | 100 |
12 წლამდე გოგონები (2010 წ. დაბ.) | 300 | 200 | 100 |
12 წლამდე ჭაბუკები (2010 წ. დაბ.) | 300 | 200 | 100 |
16 წლამდე გოგონები (2006 წ. დაბ.) | 500 | 300 | 200 |
16 წლამდე ჭაბუკები (2006 წ. დაბ.) | 500 | 300 | 200 |
მწვრთნელთა კონკურსი:
ყველა კატეგორიაში 1–2 ადგილებზე გასული მოჭადრაკეების მწვრთნელები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
I ადგილი | 120 ლარი |
II ადგილი | 80 ლარი |
დაწესებულია ადგილობრივი საუკეთესო მოჭადრაკის პრიზი, ყვალა კატეგორიაში 100 -100 ლ. ადგილობრივი ფედერაციის საუკეთესო შედეგის მქონე მწვრთნელის პრიზი: 200 ლ.
პრიზები დაიბეგრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ თასი, მედალი და დიპლომი.
II – III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ მედლები და დიპლომები.
12. საერთო წესები:
ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
13. მოჭადრაკეების განთავსება.
რეგიონებიდან მოწვეული მოჭადრაკეები უფასოდ განთავსდებიან კომფორტულ ნომრებში, სასტუმრო “გრანდ პალასი ახალციხე”, ‘’მესხეთი პალასი’’ (კვების გარეშე). საუზმე–15ლ.
თანხმლები პირებისათვის სასტუმროს ღირებულება – 40 ლარი.
შეჯიბრების პერიოდში მონაწილეებს მოემსახურებათ კომფორტული ავტობუსები ახალციხე-ვალე-ახალციხე, უფასოდ.
დღის განმავლობაში ქ.ვალეს კულტურის სასახლესთან იმუშავებს რესტორანი, შვედური სუფრის სისტემით, მრავალფეროვანი გემრიელი კერძებით. ფასი იქნება მინიმალური. დაგეგმილია სიურპრიზები, ექსკურსიები და სხვა ღონისძიებები.
ამ დღეებში ტარდება “ვალეობა”, მრავალი კულტურული ღონისძიებით!
– კოვიდ – 19 -თან დაკავშირებულ შეზღუდვებზე ვიხელმძღვანელებთ იმ დროისათვის ქვეყანაში
არსებული კოვიდ რეგულაციების შესაბამისად.
ტურნირის დირექტორი: ვახტანგ ზაქროშვილი, საკონტაქტო ტელ: 598 423 022,
ელ.ფოსტა: chesssamcxe@gmail.com.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე.