ღია ტურნირი 8,10,12 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ქ. ბათუმი, 14-21 აგვისტო, 2022 წელი.
დებულება
ორგანიზატორი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია;
ფინანსური მხარდამჭერი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი;
ჩატარების ადგილი: მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე.
მის: ლეონიძის 15.
1.ფესტივალი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის (2014 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
8 წლამდე გოგონათა შორის (2014 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
10 წლამდე ჭაბუკთა შორის (2012 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
10 წლამდე გოგონათა შორის (2012 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
12 წლამდე ჭაბუკთა შორის (2010 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
12 წლამდე გოგონათა შორის (2010 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – რეიტინგ ტურნირი (2002 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
2.ფესტივალის სათამაშო წესები:
ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორ5ია გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემასა და დროის კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
3.რეგისტრაცია:
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს ასაკობრივი ცენზის დაცვით.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს თავიანთ რეგიონალურ ფედერაციაში გადახდილი უნდა ჰქონდეთ წლიური საწევრო თანხა (24 ლარი).
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/vdtaSwXnpgbrUcDK6
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 13 აგვისტო 19:00 საათი.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@acf.ge მობ: 558 410904
4.სატურნირო შესატანი:
13 აგვისტოს 19:00 საათამდე 40 ლარი.
რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან ტურნირის დაწყებამდე – 50 ლარი.
საქართველოს ჩემპიონები 8-დან 20 წლამდე კატეგორიებში გათავისუფლებულები არიან სატურნირო შესატანისგან.
სატურნირო შესატანის წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს შემდეგ ანგარიშზე:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია
საინდ. კოდი: 245424704 ს.ს.“საქართველოს ბანკი“
ანგარიშის № GE95BG 0000 000 363 099 200
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები. მეორე ტურის დამთავრებამდე საწევრო შესატანის გადაუხდელობის შემთხვევაში,მონაწილე ამოღებული იქნება სიიდან.
5.ფესტივალის განრიგი:
ჩამოსვლის დღე | 14 აგვისტო | |
გახსნა | 15 აგვისტო | 13:00 |
I ტური | 15 აგვისტო | 14:00 |
II ტური | 16 აგვისტო | 14:00 |
III ტური | 17 აგვისტო | 14:00 |
IV ტური | 18 აგვისტო | 14:00 |
V ტური | 19 აგვისტო | 14:00 |
VI ტური | 20 აგვისტო | 14:00 |
VII ტური | 21 აგვისტო | 14:00 |
დახურვა | 21 აგვისტო | 18:30 |
მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ორგანიზატორი უფლებამოსილია მოახდინოს ტურნირის დაწყების დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება.
6. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება:
შვეიცარული ტურნირის დროს:
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი – 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
5. მოგებების რაოდენობა.
წრიული ტურნირის დროს:
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. მოგებების მეტი რაოდენობა;
3. ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტი;
4. თუ ყველა მაჩვენებელი თანაბარია, ფიდეს წესების მიხედვით ჩატარდება დამატებითი მატჩები.
7.პრიზები:
ყველა ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებული პირველი ხუთეული ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდება დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრით, აგრეთვე პირველი სამეული – მედლით, ჩემპიონები კი – თასით;
– ტურნირის განმავლობაში გაიმართება საჭადრაკო ვიქტორინა და დაწესებული იქნება სხვადასხვა სპეციალური პრიზები;
– პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
8.მწვრთნელთა კონკურსი
მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ ფესტივალის ასაკობრივ კატეგორიებში თამაშობდეს მინიმუმ მისი 3 მოსწავლე. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მწვრთნელებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 3-ე ტურის დაწყებამდე.
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეების მწვრთნელების ქულათა შედეგების შეჯამება მოხდება შემდეგი პრინციპით:
I ადგილლი – 10 ქულა
II ადგილი – 8 ქულა
III ადგილი – 6 ქულა
IV ადგილი – 4 ქულა
V ადგილი – 2 ქულა
ქულათა რაოდენობის მიხედვით გამარჯვებული 5 მწვრთნელი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით.
9.საერთო წესები:
ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემტხვევაში მონაწილეს ჩაეწერება წაგება. პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეწერება წაგება. ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად აჭარის ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად.
10. მონაწილეთა მიღება:
მონაწილეთა და წარმომადგენელთა ცხოვრების, კვების და გზის თანხას იხდის მიმავლინებელი ორგანიზაცია.
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი,
საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია
საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@acf.ge მობ: 599 069497, 558 410904
მთავარი მსაჯი: საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი,
ფიდეს არბიტრი – ლეონიდ ნეურონოვი