20 მარტს, ‘ოლიმპიურ ჩემპიონ’-ში სეზონის პირველი ტურნირი გაიმართა ელვისებურ ჭადრაკში. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიამრთა, 26 მოჭადრაკის მონაწილეობით.

ასპარეზობაზე, შესანიშნავი შედეგით, 7- დან 7 გამარჯვება დამაჯერებლად გაიმარჯვა ილია კავკასიძემ! გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა ნოდარ ღვინიაშვილი, 5- 5 ქულით III-V ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

3.ალექსანდრე გომართელი; 4.ნიკოლოზ გობეჯიშვილი 5.ბარბარე რაზმაძე (გოგონებში საუკეთესო).