25 – 26 მარტი, 2023 წ.
ქ. თბილისის, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას ქ. 29
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
- ჩატარების სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
- ტურნირები და მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები საქართველოს ყველა რეგიონიდან:
ა. V თანრიგზე უმცროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის მონაწილეობის უფლება აქვთ 2015 და შემდეგ
წლებში დაბადებულ უთანრიგო მოჭადრაკეებს;
ბ. V თანრიგზე უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის მონაწილეობის უფლება აქვთ 2015 წლამდე
დაბადებულ უთანრიგო მოჭადრაკეებს;
გ. IV თანრიგზე ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ნებისმიერი ასაკის V თანრიგოსან
მოჭადრაკეებს;
დ. III თანრიგზე ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ნებისმიერი ასაკის IV თანრიგოსან
მოჭადრაკეებს.
- რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/PDzdGj7aRzBuZMyLA ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:
- დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე
საწევრო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. რეგისტრაციის ბოლო ვადა
24 მარტი 20:00 საათი.
ნატა ალავიძე – ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
საწევრო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით)
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
საწევრო შესატანის ფედერაციის სხვა ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში თანხა ჩაითვლება
გადაუხდელად და დაბრუნებას არ ექვემდებარება!
- დროის კონტროლი და განრიგი: თითოეულ მონაწილეს 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
5 წამის დამატებით.
I, II, III, IV ტური – 25 მარტი, I ტური – 11:00 სთ. V, VI, VII ტური – 26 მარტი, V ტური -11:00 სთ.
- გამარჯვებულთა გამოვლენა: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ურთიერთშორის შეხვედრა; 2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 3. ბუჰგოლცი (ყველა
მეტოქის ქულათა ჯამი); 4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით; 5. მოგებების მეტი
რაოდენობით. 6. გამარჯვებულთა და მწვრთნელთა დაჯილდოვება:
– 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით;
– V თანრიგზე: მოჭადრაკეებს, რომლებიც დააგროვებენ 4,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული
თანრიგის 1 ბალი;
– IV თანრიგზე: მოჭადრაკეებს, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ IV სპორტული
თანრიგის 1 ბალი;
– III თანრიგზე: მოჭადრაკეებს, რომლებიც დააგროვებენ 5,5 და მეტ ქულას მიენიჭებათ III სპორტული
თანრიგის 1 ბალი;
– ყველა მონაწილე, რომელიც შეასრულებს შესაბამისი კატეგორიის ბალს მიიღებს სერტიფიკატს.
– საერთო ჩათვლაში I-III ადგილზე გასული მწვრთნელები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით;
თითოეულ ტურნირში – I ადგილზე გასული მოჭადრაკე მწვრთნელს მოუტანს 15 ქულას, II ადგილზე –
12 ქულას, III ადგილზე – 10 ქულას, IV ადგილზე – 7 ქულას, V ადგილზე – 6 ქულას, VI ადგილზე – 5 ქულას,
VII ადგილზე – 4 ქულას, VIII ადგილზე – 3 ქულას, IX ადგილზე – 2 ქულას, X ადგილზე – 1 ქულას.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი